მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კალიგრაფია ბერძნული სიტყვაა და ლამაზად, მკაფიოდ წერის ხელოვნებას ნიშნავს. ამასთან, შემოქმედებითი პროცესია, რომელსაც თავისი ენერგეტიკა აქვს.
23 იანვარს, მსოფლიო ხელნაწერის დღეს აღნიშნავს, რომლის მიზანიც საზოგადოებაში ისეთი უნიკალური ფენომენის პოპულარიზაციაა, რასაც ხელწერა ჰქვია. გრაფოლოგებისა და ფსიქოლოგების აზრით, ხელწერა ადამიანის სავიზიტო ბარათია, რომელიც მფლობელის ხასიათისა და განწყობის დადგენის საშუალებასაც გვაძლევს.
კალიგრაფიისა და წიგნის ხელოვნება, ქვეყნის უდიდესი კულტურული განძი და მემკვიდრეობაა. ქართული დამწერლობა უძველესი ასომთავრულით, ნუსხურითა და თანამედროვე მხედრულით, მრავალსაუკუნოვან ისტორიას მოიცავს. საქართველოს მდიდარი კალიგრაფიული სკოლა და ტრადიცია აქვს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. მის განვითარებასა და დახვეწაში კი, უდიდესი როლი ქრისტიანობამ და ქართულად ნათარგმნმა სასულიერო ლიტერატურამ ითამაშა.
უძველესი დღემდე ცნობილი ქართულ წარწერა შესრულებულია მოზაიკით (სეფი) იატაკზე ასომთავრულით. აღმოჩენილია 3 წარწერა, საიდანაც ორი თარიღდება 430 წლით, მესამე კი 532 წლით. პირველი 2 წარწერა ნახევარი საუკუნით უსწრებს ბოლნისის წარწერას.
სამივე წარწერის ტექსტი:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ