სიახლეები
სიახლეები, სკოლები, სამასწავლებლო

„მასწავლებელი სულით და გულით მუდამ ახალგაზრდა რჩება“ - დირექტორები მასწავლებლის პროფესიის გამორჩეულობაზე საუბრობენ
24-01-2024
-
+


მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო, საინტერესო და შრომატევადი პროფესიაა. პედაგოგს უდიდესი წვლილი შეაქვს მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში. სწორედ ამიტომ, ამ პროფესიის არჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირველ რიგში ბავშვებისა და უშუალოდ საქმისადმი სიყვარულს. თუმცა, საინტერესოა, კონკრეტულად რა განასხვავებს მასწავლებელს სხვა პროფესიის ადამიანებისგან? - აღნიშნული კითხვით etaloni-ge საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა.

ნუნუ გულვერდაშვილი, ვლადიმერ დავითაშვილის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებლობა ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა. პედაგოგი ახალგაზრდებს მომავალი ცხოვრებისთვის ამზადებს, ეხმარება საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებაში. პედაგოგი უნდა იყოს ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, შემოქმედი, ღირსეული თაობა აღზარდოს, ასევე აუცილებლად კომუნიკაბელური, თავისი საქმის ერთგული ბოლომდე. ყველა მასწავლებელი აუცილებლად უნდა ეცადოს, თანამედროვეობას არ ჩამორჩეს. ვფიქრობ, სხვა პროფესიის წარმომადგენლებისგან სწორედ ეს თვისებები განასხვავებს მას.

ნანა ბეჟაშვილი, ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებლის პროფესია სხვა პროფესიებისგან, პირველ რიგში, იმით განსხვავდება, რომ ბავშვების სიყვარულს მოითხოვს. პედაგოგს ნამდვილად უნდა შეეძლოს თითოეული მოსწავლის შეყვარება და ეს ძალდატანებით კი არ უნდა გააკეთოს, არამედ შინაგანად უნდა იყოს ასეთი. ამ პროფესიისთვის დამახასიათებელია ისიც, რომ მასწავლებელი სულით და გულით მუდამ ახალგაზრდა რჩება იმიტომ, რომ ბავშვებთან აქვს ურთიერთობა.

ასევე მასწავლებელი, პირველ რიგში, თავისი საქმის პროფესიონალი უნდა იყოს, მზრუნველი, არ უნდა განასხვაოს მოსწავლეები ერთმანეთისგან - ყველა ბავშვი თანაბრად უყვარდეს. არ მომწონს, როცა დაბალი აკადემიური მოსწავლეების შესახებ საუბრობენ და ამას აღნიშნავენ. მასწავლებლისთვის ყველა მოსწავლე ერთი უნდა იყოს.

გიორგი ბენიძე, მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, მასწავლებლობა ადამიანის მოწოდება უნდა იყოს. სწორედ ეს განასხვავებს ამ პროფესიას სხვა საქმიანობისგან. ხოლო რაც შეეხება პედაგოგის თვისებებს - ვფიქრობ, პირველ რიგში, უნდა შეეძლოს ისეთი საგაკვეთილო გარემოს შექმნა, რომელიც ბავშვს სკოლას შეაყვარებს. მოსწავლეს უნდა უხაროდეს მასწავლებლის ნახვა და გაკვეთილზე შესვლა. როცა ბავშვს მასწავლებელი უყვარს, მის საგანსაც ინტერესით სწავლობს, შესაბამისად აკადემიურ მოსწრებასაც აუმჯობესებს. ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქმის პროფესიონალი უნდა იყოს.

ომარ ბერიძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის დირექტორი:

პედაგოგი მოსწავლეთათვის ეტალონი უნდა იყოს. ყველა პროფესია დასაფასებელია, მაგრამ მასწავლებლობა მუდმივ სწავლას, ცოდნის მიღებასა და განვითარებას მოითხოვს. ეს პროფესია უკავშირდება სწორედ ცოდნასა და სწავლა-სწავლებას, რაც განასხვავებს სხვა პროფესიებისგან.

ნონა ჩუბინიძე, ქუთაისის N14 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი პროფესია მუდამ სწავლას, გამოცდილების დაგროვებასა და განვითარებას მოიაზრებს. ერთ ადგილზე თუ გაჩერდი უკვე უკან ხარ. სწორედ ეს განასხვავებს მას სხვა პროფესიებისგან. ზოგადად, მასწავლებელს, პირველ რიგში, ბავშვები უნდა უყვარდეს და შემდგომ, რა თქმა უნდა, თვითგანვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

თამილა თამაზაშვილი,  თბილისის N215 საჯარო სკოლის დირექტორი:

პედაგოგების ხელშია ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა. მათ ერთ სიტყვაზეა დამოკიდებული ბავშვს რა მომავალი ექნება. მასწავლებლებს ყოველთვის, ვეუბნები, რომ თავი შეაყვარონ ბავშვებს. როცა მოსწავლეს მასწავლებელი უყვარს ის მის საგანსაც ისწავლის.

ტარიელ ქათამაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებლის პროფესიაზე როცა ფიქრობს ადამიანი, მას უკვე გაცნობიერებული აქვს, თუ რას მოიაზრებს ეს. იხსენებს სკოლის პერიოდს - თუ როგორი იყო მისი პედაგოგი და მას რაღაცით ჰბაძავს. ამის შემდგომ კი მიზნად ისახავს გახდეს სამაგალითო და საყვარელი მასწავლებლის მსგავსი. სიტყვა - მასწავლებელი მიგვანიშნებს თავის მნიშვნელობაზე, რომ ვიღაცას მიუთითებ და ასწავლი რაღაცას, რაც მომავალში აუცილებლად გამოგადგება. სხვა პროფესიებს არ აქვს სწავლების მეთოდიკა, სწორედ ეს განასხვავებს მასწავლებლობას სხვა საქმიანობისგან.

ვფიქრობ, მასწავლებელი პირველ რიგში, ბავშვებთან მეგობრული დამოკიდებულებითა და საქმის ღრმა ცოდნით უნდა გამოირჩეოდეს. ასევე, პედაგოგი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს არ უნდა ჩამორჩეს. ბავშვები ამ ყოველივეთი ინტერესდებიან და შესაბამისად, მათთან აღნიშნულ საკითხებზე საუბარი აუცილებლად უნდა შეძლოს.  მხოლოდ საგნის ცოდნა არაა საკმარისი. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია - მოსწავლის ნდობის მოპოვება. ეს ძალიან რთული და მნიშვნელოვანია ამ პროფესიაში, რადგან თუ ბავშვი მასწავლებელს არ ენდობა, შეეცდება დაუმალოს რიგი საკითხები. შესაძლოა სხვას ვერ გაუმხილოს რაღაც, მაგრამ მასწავლებლის იმედი აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ნდობის მოპოვება კი მეგობრული ურთიერთობითა და ბავშვების მოსმენითაა შესაძლებელი. ასე მათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაშიც დაეხმარებიან, რაც მოზარდებს ნამდვილად სჭირდებათ.

ნინო მორგოშია, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებლის პროფესია განსაკუთრებულია, რადგან მას სჭირდება ძალიან ბევრი უნარი. როგორც ექიმის არასწორი დიაგნოზი შეიძლება პაციენტს მოუბრუნდეს ცუდად, ასევე მასწავლებლის გაუთვალისწინებლად ნათქვამმა სიტყვამ, ცუდად გადადგმულმა ნაბიჯმა, შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ბავშვზე.

მასწავლებელი უნდა იყოს გაწონასწორებული, ყველას იმ თვისებით შემკული, რომელიც მოსწავლის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. განსაკუთრებულია ეს პროფესია იქიდან გამომდინარე, რომ ის ყოველდღიურ დინამიკაში ყალიბდება და იცვლება. მასწავლებელი კი გამოწვევებთან და სიახლეებთან ერთად იზრდება, ვითარდება.

ნადიმ ხოზრევანიძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებელი მოსწავლეებისთვის საუკეთესო მაგალითის მიმცემი უნდა იყოს - ეტალონი. მას უდიდესი წვლილის შეაქვს საზოგადოების ჩამოყალიბებასა და მომავალი თაობების აღზრდაში.

ყოველდღიური მზაობა, წესრიგი და მუდმივად განვითარებისკენ სწრაფვა განასხვავებს ამ პროფესიას სხვებისგან.

მერაბ ფურცელაძე, ბაღდათის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებლის პროფესიაში ყველაზე მთავარი ისაა, რომ პედაგოგები ჩვენთვის სანუკვარ, ახალგაზრდა თაობას უზრდიან ქვეყანას, რომელიც უნდა იყოს ჯანსაღად მოაზროვნე.  ეს პედაგოგისთვის ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა - სწორედ აღნიშნული მოვალეობა განასხვავებს მას სხვა პროფესიის ადამიანებისგან.

იზოლდა ვაჩეიშვილი, ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის დირექტორი:

თანამედროვე ცხოვრების პირობებში, საზოგადოებაში ძალიან პოპულარული უნდა იყოს მასწავლებელი. ის ამის მოპოვებას თავდადებული შრომით, პატივისცემით, სიყვარულით შეძლებს. ზოგადად თავისი საქმე ყველა ადამიანს უნდა უყვარდეს, მაგრამ მასწავლებლებს სხვებისგან ბავშვების სიყვარული უნდა განასხვავებდეს. თუ მასწავლებელი ხარ არ უნდა შეწყვიტო საკუთარი თავის განვითარება. ადამიანს მუდმივი შრომა და ცოდნის მიღება აყალიბებს თავისი საქმის პროფესიონალად. მასწავლებლობა უზარმაზარი პასუხისმგებლობა და დიდი სიყვარულია თითოეული მოსწავლის მიმართ. მზე უნდა ანათებდეს გულში და მას ჩაქრობის უფლება არ მისცე. ამავე დროს მასწავლებლისთვის კონკრეტულად ერთი საგნის ცოდნა არაფერია, მრავალმხრივ განათლებული უნდა იყოს. მასწავლებლობა არაა მარტივი პროფესია, ყველა ადამიანის როლი უნდა მოირგო. ყველა პროფესიას თავისი წესები და კანონები აქვს, რასაც გაფრთხილება, ბევრი მუშაობა უნდა. მასწავლებელს ასევე ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს. ამას კი თავისი შრომით მიაღწევს. მოსწავლეა მისი შემფასებელი, მასზე უკეთ ვერავინ შეაფასებს. მან ბავშვის თვალით უნდა დაინახოს საკუთარი თავი. ყველამ მიზნისკენ უნდა ისწრაფოდეს. ყველა პროფესიას პატივს ვცემ, მაგრამ ეს საპატიო პროფესიაა.

რევაზ კორძახია, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში, მასწავლებელი უნდა გამოირჩეოდეს შრომისმოყვარეობითა და ბავშვების სიყვარულით. ვფიქრობ, შინაგანად უნდა იყო ასეთი - გიყვარდეს ბავშვები, რადგან ამის გარეშე ვერ იქნება კარგი პედაგოგი. სწორედ ეს განასხვავებს მას სხვა პროფესიისგან.  

ამირან თურმანიძე, ბათუმის N7 საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებელი პირველ რიგში მოსწავლეთათვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს. ასევე აუცილებლად, ყოველდღიურად იმაღლებდეს ცოდნას, მუდამ მომზადებული შევიდეს კლასში და ჩაატაროს ხარისხიანი გაკვეთილი. ყველა პროფესიას, რა თქმა უნდა, ახლავს პასუხისმგებლობა, მაგრამ მასწავლებლობა ორმაგად მოითხოვს ამას, რადგან ასე თუ ისე, პედაგოგს მომავალი თაობის აღზრდაში შეაქვს უდიდესი წვლილი. მასწავლებლის მოვალეობაა, ეცადოს ბავშვებში თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებას. ამაში მთელი სკოლა უნდა იყოს ჩართული.   


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებმა ანგარიშები უნდა წარადგინონ - კიდევ რა საკითხებს განიხილავს საბჭო

600 ლარს ერთჯერადად ეს ოჯახები მიიღებენ - ცვლილება ბიუჯეტში

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

სკოლის მართვა - რა უნდა იყოს საგანმანათლებლო ლიდერის ძირითადი საზრუნავი

განათლების სამინისტროსა და მისი სსიპ-ების საპროტესტი განცხადება: „ერთგულნი ვრჩებით საქართველოს  ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“

პიროვნება

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

„ჩემი მოტივაციაა მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მეგობრული თანამშრომლობა, სიკეთის კეთება“ 

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“

სკოლები

გარდა ამისა, მათ იცეკვეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს 

აღსანიშნავია, მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს 



სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობს და მათ წარმატებებს უსურვებს მომავალში 

სკოლაში მასწავლებელს - მაკა კალანდაძეს ამ შესაძლებლობისთვის მადლობას უხდიან 

საინტერესო

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

სიახლეები
საზოგადოება