სიახლეები
სიახლეები

რა პრობლემებს აწყდებიან მასწავლებლები სასწავლო პროცესში
24-01-2024
-
+


მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დაგეგმის პროცესის შეფასებისთვის ჩატარებულ კვლევაში სასწავლო პროცესთან დაკავშირებული გამოწვევებს შორის რამდენიმე ძირითადი საკითხი გამოიყო:

  • პედაგოგიურ მიდგომებს შორის კავშირების პოვნა და მასწავლებლის ცოდნის სინთეზი
  • უკუკავშირის ოპტიმიზაცია
  • რესურსების დეფიციტთან ადაპტაცია
  • სასწავლო პროცესის დიფერენცირება
გთავაზობთ, თითოულ საკითთან დაკავშრებით სიღრმისეულ ანალიზსს, რომელიც კვლევაში მასწავლებლებთან კომუნიკაციის პროცესში გამოვლინდა. 

მშობლების როლის დაბალანსება -  მშობლების დიდი ნაწილისთვის ბუნდოვანია განმავითარებელი შეფასების საკვანძო დანიშნულება სასწავლო პროცესში, ისევე როგორც კონკრეტული პრინციპები და მიდგომები, რასაც უნდა ეფუძნებოდეს მშობლის მიერ მოსწავლის მხარდაჭერა სასწავლო პროცესში. 

მასწავლებლების შეფასებით, მშობელთა მონაწილეობა კომპლექსური დავალებების შესრულებაში განსხვავდება საფეხურების მიხედვით. დაწყებით საფეხურზე მშობელთა მონაწილეობა ხშირად სასურველზე მაღალია, რაც ზიანს აყენებს სასწავლო პროცესს. საბაზო და საშუალო საფეხურზე მშობლების მონაწილეობის მაჩვენებელი მკვეთრად მცირდება.

მშობელთა გადამეტებული ჩართულობა გამოიხატება იმაში, რომ კომპლექსურ დავალებებს, ხშირად, მოსწავლეების ნაცვლად მშობლები ასრულებენ. უფრო მეტიც, „ზოგჯერ მშობლები დახმარებას სთხოვენ მეზობლებს, მეგობრებს ან სხვა ნაცნობ მასწავლებლებს“ -  ეს გარემოება არამარტო მოსწავლეების სწავლის პროცესს აფერხებს, არამედ გარკვეულ უთანასწორობასაც წარმოქმნის. 

მასწავლებლებს ამ პროცესის რეგულირება უჭირთ. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც მასწავლებლები თითქოს გამიზნულად გადააბარებენ კომპლექსური დავალებების გაკეთებას მშობლებს, როდესაც კომპლექსური დავალებების შესრულებას მოსწავლეებს
საშინაო დავალების სახით აძლევენ იმის ნაცვლად, რომ მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე კლასში იმუშაონ. 

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება ესგ-ს პრინციპებს, მასწავლებლების ინფორმაციით, ზოგიერთ სკოლებში რესურსების ხელმისაწვდომობისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ სხვა გამოსავალი
უბრალოდ არ არის.

„კლასში და სკოლაში არანაირი რესურსი არ გვაქვს და აბა მე რა ვქნა. ვცდილობ, მაგრამ ხანდან თითქოს იძულებული ვარ, რომ დავალება მოსწავლეს სახლში გავატანო“, -  აღნიშნავს მასწავლებელი.

პედაგოგიურ მიდგომებს შორის კავშირების პოვნა და მასწავლებლის ცოდნის სინთეზი - მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასწავლო გეგმა უფრო მკაფიოდ დაუკავშირდეს მასწავლებლების პრაქტიკაში არსებულ წინარე პოზიტიურ გამოცდილებას და, მათი აზრით, მნიშვნელოვან სიახლეებს, რომლებიც სისტემაში მესამე თაობის ესგ-ს შემოღებამდე განხორციელდა. მაგალითად, პროგრამამ G-PriEd ქართველ მასწავლებლებს სამფაზიანი გაკვეთილის ფორმატი გააცნო. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მასწავლებელი ვერ
ხედავს რაიმე წინააღმდეგობას კომპლექსური დავალებებით სწავლებასა და გაკვეთილის სამფაზიანი მოდელის დაკავშირებისას, სხვები, როგორც ჩანს, მესამე თაობის პრინციპებსა და აქამდე ათვისებულ მეთოდოლოგიურ მიდგომებს ერთმანეთის ალტერნატივებად
აღიქვამენ.

უკუკავშირის ოპტიმიზაცია - მოსწავლეებისთვის ფორმალური განმავითარებელი უკუკავშირის მიწოდება სასწავლო გეგმის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. თუმცა მასწავლებლები თვლიან, რომ ამ მიმართულებით სასწავლო გეგმის მოთხოვნების სრულად შესრულება ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასწავლებელი ბევრ მოსწავლესთან ერთდროულად მუშაობს. 

უკუკავშირის გაცემასთან დაკავშირებით სამუშაო დატვირთვისა და დროის შემცირება მასწავლებლების ძირითად საზრუნავს წარმოადგენს. მათი აზრით, უნდა გამოიძებნოს ისეთი გზები და მოდელები, რომ მოსწავლეებმა მიიღონ სრულფასოვანი უკუკავშირი, მაგრამ მასწავლებლების დატვირთვა დარჩეს რეალისტური. 

რესპონდენტების აზრით, მნიშვნელოვანია ზოგადად მოსწავლეთა შეფასებასთან დაკავშირებული სავალდებულო მოთხოვნების ლიბერალიზაცია – სკოლებისთვის და მასწავლებლებისთვის მეტი თავისუფლების მიცემა. 

რესურსების დეფიციტთან ადაპტაცია - მასწავლებლების უმრავლესობის აზრით, რესურსების ხელმისაწვდომობის ან ნაკლებობის
პრობლემა (ინტერნეტზე წვდომა, სახარჯი მასალები, ლიტერატურა, პროექტორი, კომპიუტერი) კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის პროცესის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ისეთ სკოლებში, სადაც რესურსები მოსწავლეებს არც კლასში და არც სახლში არ აქვთ. 

„მე მუსიკის მასწავლებელი ვარ და საერთოდ არ მაქვს რესურსები ჩემი საგნის სწავლებისთვის. ცოტა იუმორში ვიტყვი – ინსტრუმენტს ნახევარი კლავიშები ჩავარდნილი აქვს. კლავიში თუ ჩავარდა, ვეძახი მოსწავლეს – ამოწიე, ნინო. რესურსი არ არის, მაგრამ მოსწავლეს ის არასდროს დაავიწყდება, რომელი ნოტი იყო ჩავარდნილი. კიდევ ის პრობლემა მაქვს, რომ ვერ ისმენს ბავშვი, არ მაქვს მოსასმენები,
ტელეფონს ვეტყვი ან მე ვმღერი, ზოგიერთი ინსტრუმენტის ხმას განვასახიერებ, ასეთი შემოქმედებითი მიდგომა მაქვს. ქოუჩთან რომ ვთქვი ეს, ბევრმა ჩაიწერა მერე. რა ვქნა, სხვა გზა არ მაქვს. ხან ინტერნეტი არ არის, კომპიუტერი ჩვენ არ გვაქვს და ...“ - მასწავლებელი.

დისკუსიის პროცესში მშობლებს მოჰყავდათ მაგალითები, როდესაც ძირითად პრობლემას, რესურსების ნაკლებობაზე მეტად, წარმოადგენდა ის, რომ მასწავლებელს არ უცდია ალტერნატიული რესურსების გამოყენებით საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა.

„მშობელი ვარ. ზამთარში ვიყიდე, მაგალითად, 20 ცალი ნაყინი – ჩემს შვილს ფიზიკაში კომპლექსური დავალების შესასრულებლად ჩხირები სჭირდებოდა. იცით რა არის? არც მასწავლებლები იყვნენ კარგად გადამზადებულები, ვერ მიხვდა ზოგიერთი, რა და
როგორ უნდა გაეკეთებინა. ხომ შეიძლებოდა ის ჩხირი სხვა რაღაცით შეეცვალა, ან სხვა რამ გაეკეთებინა გაკვეთილზე“, - მშობელი.

სასწავლო პროცესის დიფერენცირება - მასწავლებლები ამბობენ, რომ არც სახელმძღვანელოები და არც დამხმარე რესურსები არ
შეიცავს საკმარის ინსტრუქციებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებზე კომპლექსური დავალებების მორგებისთვის და, ზოგადად, სწავლების დიფერენცირებული მიდგომების განხორციელებისათვის. 

აგრეთვე, მასწავლებლები აღიარებენ, რომ არ იციან, როგორ მოარგონ კომპლექსური დავალების ნიმუშები სხვადასხვა საჭიროების, ინტერესისა და მზაობის მქონე მოსწავლეებს:

„როდესაც 28 მოსწავლე გვიზის კლასში, დიფერენცირება ხომ უნდა მოვახდინოთ? კლასში გვყავს მაღალი და დაბალი მზაობის და მოტივაციის მქონე მოსწავლები და აქ ვცდილობთ დამატებითი რესურსები მოვიძიოთ, ჩვენ თავად გავაკეთოთ, თუმცა ამის
მართვა საგაკვეთილო პროცესში ძალიან რთულია, მეტი დახმარება გვჭირდება. არის პროცესის ორგანიზების სხვადასხვა ფორმა, ჯგუფური მუშაობა – მე ვცდილობ შედარებით ნაკლებად დაინტერესებული მოსწავლე უფრო დაინტერესებულ მოსწავლეებთან დავსვა და დავაბალანსო, რაღაც შედეგი მივიღო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვინც არ არის მოტივირებული, ისევ რჩება უმოქმედო პოზიციაში და მაინც სხვების ხარჯზე გადადის ყველაფერი. დიფერენცირებისთვის არც სახელმძღვანელო არის მორგებული, არც ეროვნული სასწავლო გეგმის დამატებითი რესურსები. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა“ - პედაგოგი.

მასწავლებლები ამბობენ, რომ სასწავლო გეგმის შესაბამისი ინსტრუმენტები (თემატურიმატრიცა) ცვლილებების შეტანის, ადაპტირების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ამ ეტაპისთვის მასწავლებლები არ ფლობენ საკმარის ცოდნას, თუ როგორ უნდა მოახდინონ ადაპტირება მათ სკოლაში / კლასში არსებული კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ფაქტი იყო, გამოცდა ყველანაირი მოცემულობით უნდა დაეწერა, ამიტომ, ფეხსაცმელი ნაგვის ურნაში, დანანების გარეშე, მოისროლა და გამოცდაზე გაიქცა



ბაღებში კურიკულუმის დანერგვა - ექსპერტებმა პრაქტიკული ქეისები განიხილეს

ფიზიკაში ევროპის ოლიმპიადას (EuPhO 2024) წელს საქართველო მასპინძლობს

დამატებით ანაზღაურებას ბაღებში დასაქმებული  3 100 თანამშრომელი მიიღებს

ქიმიის საგამოცდო ტესტები გამოქვეყნდა - NAEC

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N74 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ჯარმელიშვილი პასუხობს
სკოლები

ფარის საჯარო სკოლის დირექტორი გულო ვიბლიანი ერთადერთ კურსდამთავრებულს ეროვნულ გამოცდებზე გულშემატკივრობს

აღსანიშნავია, მეოთხე კლასის გამოსაშვები საღამო

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება