სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

ხელოვნური ინტელექტი მასწავლებლებს ჩაანაცვლებს - ფაქტი თუ ფიქცია? 
09-06-2024
-
+


თანამედროვე სკოლებში ძველი საგანმანათლებლო პრაქტიკა და უახლესი ტექნოლოგიები ერთმანეთს ერწყმის. დღესდღეობით, სასწავლო პროცესში ორივე მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტია. თანდათანობით, უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხელოვნური ინტელექტიც, რომელსაც საგანმანათლებლო სფეროში უკვე აქტიურად იყენებენ. 

სწორედ ხელოვნური ინტელექტის როლის გაზრდის გამო ისმის კითხვა - ჩაანაცვლებს თუ არა ის მასწავლებლებს. ამ აქტუალურ საკითხზე პასუხის გაცემას ერთ-ერთი უცხოელი ბლოგერი სტეფანი ტროვატო ცდილობს და სასკოლო საზოგადოებას, კვლევებსა და შესაბამის მასალაზე დაყრდნობით, საკუთარ მოსაზრებას უზიარებს. ჩვენს მკითხველს სწორედ მის ბლოგში წამოჭრილ ასპექტებს ვაცნობთ.

ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ დამხმარე როლს შეასრულებს თუ პედაგოგების ადგილს დაიკავებს - ესაა საკითხი, რომლის გარშემოც აზრთა სხვადასხვაობაა. თავდაპირველად, უნდა ითქვას, რა როლი აქვს მას თანამედროვე განათლების სისტემაში. ჭკვიან ტექნოლოგიებს შეუძლიათ სახელმძღვანელოები ჩაანაცვლონ და მოსწავლეთა ინტერესებს მოერგონ. გარდა ამისა, ხელოვნურ ინტელექტს (AI-ს) დავალებების შესრულება, რთულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ამოცანების ამოხსნა შეუძლია. თუმცა, აქვე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ის მასწავლებლებს საქმეს უმარტივებს. კერძოდ, დავალებების შეფასება, განრიგის შედგენა, სასწავლო გეგმის დაწერა შეუძლია. ასევე, მოსწავლეებთან უკუკავშირსაც უფრო აადვილებს. 

ფაქტია, რომ თითოეული მოსწავლე საკუთარი ტემპით სწავლობს. ზოგიერთს მასალის ასათვისებლად ძალიან ცოტა დრო სჭირდება, მაშინ როდესაც, ზოგიერთი იმავე საკითხის სწავლას, მინიმუმ, 2-ჯერ მეტ დრო ანდომებს. ახალგაზრდებს ხელოვნური ინტელექტი მათზე მორგებულ პროგრამასა და ისეთ სავარჯიშოებს შესთავაზებს, რაც მათ საჭიროებებს შეესაბამება - ეს შორეული მომავალი სულაც არ არის და AI სასწავლო პროცესში ფეხს უფრო და უფრო სწრაფად იკიდებს.

რეალურად, ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა სამუშაოს შესრულებით, მაგალითად, შეფასების დაწერით, მასწავლებლებს დრო უთავიუფლებს, რომ მათი საყვარელი საქმიანობა შეასრულონ - მოსწავლეებს ასწავლონ. ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ, ყველა პედაგოგს უფიქრია, ნეტავ, ტესტები სხვამ გაასწოროსო. თანამედროვე სამყაროში კი ეს „სხვა“ ხელოვნური ინტელექტი აღმოჩნდება. 

AI-ს აკადემიურ მაჩვენებელსა და შესრულებულ დავალებებზე დაყრდნობით, შეუძლია დასკვნას, სასწავლო პროცესში, მოსავლეს რა პოტენციური პრობლემები შეიძლება შეექმნას.

ეს რაც შეეხებოდა ხელოვნურ ინტელექტს, აქვე კი აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მასწავლებლის ფასდაუდებელ როლზე. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდებს ცოდნას გადასცემენ, მათ საკლასო ოთახში წარმოუდგენლად დადებითი აურის შექმნა შეუძლიათ, მოსწავლეებისთვის ხშირად მეგობრებიც არიან და მესაიდუმლეებიც. ისინი მოსწავლეებს შთააგონობენ, ახალი ენერგიით ავსებენ, ესაუბრებიან, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ და გვერდით უდგენან. პედაგოგებზეა დამოკიდებული, როგორი მომავალი თაობა გვეყოლება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებლის როლი შეუცვლელია, თუმცა მაინც განვიხილოთ შეხედულება, რომლის მიხედვითაც, მათ ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს. 

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ეს მითია. ხელოვნური ინტელექტი ძლიერი ინსტრუმენტია. მისი დახმარებით, განათლების ხარისხი შეიძლება გაიზარდოს. ამ შემთხვევაში, მთავარია, რომ მასწავლებელმა იცოდეს AI-ს შესაძლებლობები სწორად როგორ გამოიყენოს. რასაკვირველია, დიდი განსხვავებაა ჩანაცვლებასა და ხელშეწყობს შორის. ხელოვნურ ინტელექტს კი სწორედ მასწავლებლების მხარდაჭერა და მათი საქმის გაადვილება შეუძლია. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ის პედაგოგებს ჩაანაცვლებს აზრს მოკლებულია. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება