სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლები ყოველთვიურ სახელფასო დანამატს, 1000 ლარს მიიღებენ - დეტალებს სამინისტრო ავრცელებს
24-01-2024
-
+


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის“ პროგრამის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში (ქედა, შუახევი, ხულო) ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახორციელებს კვალიფიციური კადრების შერჩევას და იმ სკოლებში დასაქმებას, სადაც ამის განსაკუთრებული საჭიროებაა.
 
პროგრამის ამოცანაა კვალიფიციური კადრების შესაბამის ვაკანტურ ადგილებზე მოზიდვა და დასაქმება, სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების სასწავლო პროცესში დანერგვა-გამოყენების ხელშეწყობა, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაზრდა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.
 
პროგრამის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეული მასწავლებლები დაიტვირთებიან სკოლებში არსებული ვაკანტური საგაკვეთილო საათებით, შესაბამისი ანაზღაურებით. ამასთან შერჩეული მასწავლებლები მიიღებენ  ყოველთვიურ სახელფასო დანამატს  1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
 
„ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულია ინგლისური ენის, მათემატიკის და ფიზიკის მასწავლებლების შესარჩევი კონკურსი 8 საჯარო სკოლაში. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: https://hr.gov.ge/
 
ვებ-გვერდზე ძიებისას დამსაქმებელში უნდა მიუთითოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება