სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში განათლების საერთაშორისო დღეს არგუმენტირებული ესეების კონკურსი მიეძღვნა
24-01-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში განათლების საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

„მდგრადი განვითარების მიზნებიდან მე-4 მიზანია ხარისხიანი განათლება, რაც გულისხმობს უთანასწორობის აღმოფხვრას საგანმანათლებლო სისტემაში; უსაფრთხო, ინკლუზიურ და პოზიტიურ გარემოს შექმნას სკოლებში“,- გვეუბნებიან წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში და დასძენენ, რომ სწორედ მშვიდობის, განვითარებისა და განათლების როლის აღსანიშნავად გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 24 იანვარი დააწესა განათლების საერთაშორისო დღედ.

სწორედ ამ დღის აღსანიშნავად,  სკოლის დირექტორმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორმა მასწავლებელმა - ფაქიზი ფანჩულიძემ X-XII კლასებში არგუმენტირებული ესეები კონკურსი ჩაატარა.

ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტურ წერილზე - „ჩვენი ხალხი და განათლება“ დაყრდნობით მოსწავლეებმა დაწერეს არგუმენტირებული ესეები შემდეგი პირობით: „განათლება და მეცნიერება აუცილებელია ერის განვითარებისა და კეთილდღეობისთვის“ - იმსჯელეთ როგორ არის ეს საკითხი პუბლიცისტურ წერილში წარმოჩენილი, რამდენად აქტუალურია იგი დღეს.

მოსწავლეებმა განათლებასთან დაკავშირებით ჩამოაყალიბეს თავიანთი აზრი და ყურადღება გაამახვილეს აღნიშნული საკითხის აქტუალობასა და აუცილებლობაზე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები
შედეგები, ტესტი და შეფასების სქემა - NAEC საგრანტო კონკურსის ქულებს აქვეყნებს

მანდატურის სამსახური ვაკანსიას აცხადებს - უწყება 36 ახალი კადრის მიღებას გეგმავს

„ახალ სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლით შევხვდებით“

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება