სიახლეები
სკოლები

მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები STEM ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ
24-01-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო აქტივობასა და ღონისძიებაში ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლეთა 6-კაციანმა გუნდმა სკოლა STEM ოლიმპიადაზე წაარადგინა. ღონისძიება, რომელიც SEU-ში გაიმართა, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის საგანმანათლებლო პროექტია. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზებას, რისთვისაც პროექტი უზრუნველყოფს STEM მიმართულებით დაინტერესებული მოსწავლეების წახალისებასა და გადამზადებას.

ოლიმპიადაზე სკოლამ IX-XI კლასის 6 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდი წარადგინა, რათა მათ სასკოლო საგნებში - ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმატიკა, მიღებული ცოდნა დაედასტურებინათ. 

ოლიმპიადაში შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:

  • სანდრო სალთხუციშვილი - მე-9 კლასის მოსწავლე, საგანი - ინფორმატიკა;
  • ნიაკო ლორიაშვილი - მე-11 კლასის მოსწავლე, საგანი - მათემატიკა;
  • მარიამ კანდელაკი - მე-11 კლასის მოსწავლე, საგანი - მათემატიკა;
  • ნუცა კეჟერაშვილი - მე-10კლასის მოსწავლე, საგანი - მათემატიკა;
  • თამუნა ტაკაშვილი - მე-10 კლასის მოსწავლე, საგანი - ფიზიკა;
  • ანა ბედიანაშვილი - მე-11 კლასის მოსწავლე, საგანი - ფიზიკა. 
გუნდის მენტორი მარიამ ტაბლიაშვილი იყო, მოსამზადებელ პროცესში კი აქტიურად იყვნენ ჩართული ფიზიკის მასწავლებელი - ლელა ტუღუში და მათემატიკის მასწავლებელი - ქეთევან ჭიჭიკოშვილი.

I ტურის შედეგად, თითოეული გუნდის ექვსივე წევრის მიღებული ქულების პროცენტული მაჩვენებლები დაჯამდება და გამოვლინდება 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი, რომლებიც ფინალში გადავლენ.

როგორც სკოლაში ამბობენ, ფინალში გადასული გუნდების მენტორებს კომაროვის სკოლის სპეციალისტები, ინჟინერიის მიმართულებით, 3-თვიან გადამზადების კურსს ჩაუტარებენ. ფინალურ ტურში STEM დავალებების შესასრულებლად 8 საათის განმავლობაში ერთმანეთს შეეჯიბრება ფინალში გადასული 10 საუკეთესო გუნდი.

აღსანიშნავია, რომ საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს საქართველოს ბანკი სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოებს. პირველ ადგილზე გასული გუნდის წევრები და მათი მენტორი საგანმანათლებლო ვიზიტით გაემგზავრებიან შვეიცარიაში, ჟენევაში, CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) კვლევით ინსტიტუტში, ხოლო გამარჯვებული გუნდის სკოლაში მოეწყობა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე STEM კუთხით. მეორე და მესამე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ ლეპტოპები და პლანშეტები. ყველა მონაწილე გუნდი მიიღებს სერტიფიკატს.

„დიდი მადლობა სკოლის დირექციას და პედაგოგიურ კოლექტივს მხარდაჭერისათვის, შედეგების მოლოდინში წარმატებას ვუსურვებთ ჩვენი სკოლის გუნდს, დიდი სურვილი გვაქვს ვიხილოთ ფინალურ ეტაპზე“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები
შედეგები, ტესტი და შეფასების სქემა - NAEC საგრანტო კონკურსის ქულებს აქვეყნებს

მანდატურის სამსახური ვაკანსიას აცხადებს - უწყება 36 ახალი კადრის მიღებას გეგმავს

„ახალ სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლით შევხვდებით“

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება