სიახლეები
სიახლეები

სკოლის დღიური, რომელიც საქართველოში აღარ გამოიყენება, აშშ-ში ოფიციალურ დოკუმენტადაა აღიარებული
12-11-2024
-
+


სასკოლო დღიური, რომელიც საქართველოს სკოლებში უკვე წლებია აღარ გამოიყენება, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში კვლავ აუცილებელი ატრიბუტია, ზოგან კი საერთოდ ოფიციალურ დოკუმენტადაა აღიარებული. 

ზოგიერთ ქვეყანაში დღიურს წიგნის ფორმა აქვს, ზოგან კი ისინი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ბლოკნოტის ან ელექტრონული ფორმით.

ასევე განსხვავებულია სტრუქტურაც; ზოგიერთ ქვეყანაში სასკოლო დღიურები შეიცავს მკაცრ ინსტრუქციას საგნების, ვადებისა და საშინაო დავალებების შესახებ; ზოგან კი დღიურს შედარებით თავისუფალი სტრუქტურა აქვს, რომელიც საშუალებას იძლევა, მოსწავლეებმა ჩაწერონ შენიშვნები, მოსაზრებები, შთაბეჭდილებები...

თუმცა ამ განსხვავებების მიუხედავად, სასკოლო დღიურები ასრულებს მნიშვნელოვან როლს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას და მოსწავლეებს ეხმარება, საკუთრი სამუშაოს ორგანიზებაში, ასევე აძლევს მათ საშუალებას, თვლი მიადევნონ სწავლის პროგრესს და უვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას.

მაგალითდ, აშშ-ში სკოლის დღიურები შეიცავს ინფორმაციას მოსწავლეების მიღწევების შესახებ სხვადასხვა საგანში, აერთიანებს მათ ნიშნებს და ასევე იწერება მასწავლებლების კომენტარები; ამას გარდა, დღიურში ცალკე გრაფაა გამოყოფილი მშობლებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ კითხვით მიმართონ პედაგოგს ან გამოხატონ მადლიერება მის მიმართ.

უნდა აღინიშნოს რომ აშშ-ში სკოლის დღიური ოფიციალურ დოკუმენტად ითვლება.

იაპონიაში კი დღიურები აბსოლუტურად განსხვავებულია - ესაა წიგნი, რბილი ყდით და ყოველ გვერდზე დატანილია ბლანკი, სადაც მოსწავლეს შეუძლია ჩაწეროს საგნები და საკუთრი ნიშნები - ეს კი ეხმარება მათ თვალი მიადევნონ საკუთრ წარმატებებს ამა თუ იმ საგანში. 

იაპონიაში დღიურის მთავარი მახასიათებელია თითოეული მოსწავლის ინდივიდუალობაზე ყურადღების გამახვილება - მოსწავლეს შეუძლია დაამატოს პერსონალური გამოსახულებები, სტიკერები, ნახატები რათა დღიური უნიკალური გახადოს, რაც შემოქმედებითი უნარების წარმოჩენაში ეხმარება. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება