სიახლეები
სიახლეები

ბიუროკრატია, „ფურცლომანია“ და მასწავლებელი - კველვამ პედაგოგთა უკმაყოფილების მიზეზები აჩვენა
25-01-2024
-
+


მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შეფასების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრმა გამოაქვეყნა საუბარია, იმაზე თუ რას მიიჩნევენ, მასწავლებლები სასწავლო პროცესის შემაფერხებელ გარემოებებად.   

მკვლევარების მიერ მასწავლებლებთან ესგ-ს დანერგვის დეტალებზე საუბრისას ყველაზე მკაფიო კრიტიკად „ბიუროკრატიული წნეხი“ იკვეთება, რომელსაც მასწავლებლები სასწავლო პროცესის შემაფერხებელ გარემოებად მიიჩნევენ.

შესაძლებლობას არ გვაძლევენ, რომ მოსწავლესთან მივიდეთ უფრო ახლოს და უფრო მეტი დრო გვქონდეს. ამდენმა ტრენინგებმა დაგვღალა, დაგვღალა ფორმალობამ“, - მასწავლებელი

ამდენი რამე აქვს მასწავლებელს საწერი, გასაფორმებელი, ეს ყველაფერი ასატვირთი, იმ მოსწავლისთვის აღარ სცალია, რომ რაღაცით კიდევ დააკავოს და ალტერნატივები შესთავაზოს. აი, ძალიან ბევრი საწერი გვაქვს და ეს პლატფორმები გეცოდინებათ. ერთი კომპიუტერია სკოლაში და წარმოიდგინეთ, რა დღეში ვართ“, - მასწავლებელი

მასწავლებლების ნაწილის გაღიზიანების მიზეზი ის არის, რომ მათი ჯამური დატვირთვა სათანადოდ არ არის შეფასებული. მასწავლებლის პროფესიული განვითარების და წინსვლის სქემის ტრენინგებსა და ავტორიზაციის პროცესით გათვალისწინებულ მხარდაჭერის პროგრამას ისინი ერთიანობაში აღიქვამენ, როგორც საერთო წნეხს, რომელიც არასწორადაა დაგეგმილი. მასწავლებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ მასწავლებლების გადამზადების პროცესი სასწავლო პროცესისგან მოწყვეტით მიმდინარეობს და ქაოტური ხასიათი აქვს:

ამ ბიუროკრატიას მოგვაცილონ მასწავლებლები. მიზნობრივად მოგვხედონ. მერე მეტი დრო გვექნება ჩვენი მოსწავლისთვის და მეტი მოტივაცია. ამდენიფურცლომანიაარაა საჭირო. ამდენი წერა არაა საჭირო. იქ ატვირთე, აქ ატვირთე. ბავშვებთან გვამუშაონ. ვიშრომებთ, არ გვეზარება შრომა, მაგრამ მიზანმიმართულად გვაშრომონ“, - მასწავლებელი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება