სიახლეები
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის სამწლიანი წარმატებული მუშაობა და არაერთი საინტერესო პროექტი 
25-01-2024
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ელისო ბუშელაშვილი სამოქალაქო განათლების კლუბის დაარსებიდან დღემდე, უკვე სამი წელია მეტად საინტერესო სამუშაოს ეწევა. 

არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ამ დროის განმავლობაში: ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღეულის ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის, სკოლის სააქტო დარბაზში გამართული საინტერესო ღონისძიება, ასევე, „დავითობას“ - მეფე დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა არის ვიზიტი სოციალურ საწარმოში. 30 მაისს, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები გრემში არსებულ საზოგადოებასა და სოციალურ საწარმო - „თემს“ ესტუმრნენ. 

ორგანიზაციის წარმომადგენელმა ახალსოფლის N1, ახალსოფლის N2, გავაზის, ყვარლის N1 და ყვარლის N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს მიაწოდეს ინფორმაცია „თემის“ საქმიანობის და მუშაობის პრინციპების შესახებ.

22 დეკემბერს, კი მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეებთან და მე-10 კლასის დამრიგებელ დარე იმერლიშვილთან ერთად დაიგეგმა საქველმოქმედო სტუმრობა წითელი ჯვრის ყვარლის რაიონულ ორგანიზაციაში. მოსწავლეები ჰუმანიტარულ საზოგადოებას შემოწირულობით ესტუმრნენ. მოსწავლეებს შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადეს სოციალურმა მუშაკებმა და გააცნეს წითელი ჯვრის ისტორია და მუშაობის სპეციფიკა. შეხვედრა აღმოჩნდა თბილი და ნაყოფიერი. მოსწავლეთა ნაწილი ჩაეწერა მოხალისეთა რიგებში. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის გზები ყვარლის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბისა და აღნიშნულ ორგანიზაციას შორის.

როგორც სკოლის წარმომადგენელი ეკატერინე ავაზაშვილი გვეუბნება, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

როგორც თავად კლუბის დამაარსებელი ელისო აღნიშნავს: „ჩვენი ინტერესი სოციალური და საგანმანათლებლო კუთხით იქნება ამ სასწავლო წელს მეტად საყურადღებო. რა თქმა უნდა, აქტივობები ისე გვექნება დაგეგმილი, რომ ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მოტივაციისა და
სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდას. ვფიქრობ, გრძელვადიანი ჩართულობა ასეთ და სხვა სახის სასკოლო პროექტებში თავის დადებით შედეგს გამოიღებს მომავალში“.

წელს, ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს კლუბის წევრების შედგენილი პირველი ბროშურის - „მომავალი ჩვენია“ ე.წ. საცდელი გამოშვება, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ფერადი ილუსტრაციებით, ხოლო ყდაზე წარმოდგენილია IX კლასის მოსწავლის - ქეთი რუსიშვილის ნახატი.

ბროშურას ჰყავს თავისი რედკოლეგია, რომლებიც არიან ამავე, კლასის მოსწავლეები - ნინო კონჭოშვილი, მარიამ იორანიშვილი და ელენე ჩხეიძე.

მეტად საინტერესო თემატიკით წარდგა გამოცემა მკითხველის წინაშე: გამოქვეყნდა არაერთი საინტერესო სტატია - „როგორ აღნიშნავენ ახალ წელს სხვადასხვა ქვეყანაში“ და მათ შორის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში; „ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი“ - ავტორი თენგო მირზიკაშვილი (IXბ კლ); „დოლოჭობის ბაზილიკა“; „გიორგი XII“ და „ინტერნეტთაღლითობა“ ავტორი ქეთი რუსიშვილი; საკუთარი ნააზრევი ადამიანისადმი სიყვარულისა და მიმტევებლობის, მიმღებლობისა და კაცთმოყვარეობის შესახებ ჩანახატის სახით წარმოადგინა მარიამ იორდანიშვილმა. X კლასის მოსწავლე თიკა ბაღაღოშვილმა საკუთარ ჩანახატში გულწრფელად ისაუბრა იმ ნაწარმოების დაბადება-გამოცემაზე, რომელიც წიგნის სახით გამოსცა - „ფრთამოტეხილი ანგელოზი“.

„წიგნმა დიდი მოწონება დაიმსახურა თინეიჯერეთა საზოგადოებაში. მათ საკუთარი აღტაცება შემოქმედებითი საღამოს დახმარებით გამოხატეს, რომელიც ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - მზია ბაიდოშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. ამდენად, მინდა აღვნიშნო, რომ სამოქალაქო განათლების კლუბის პირველმა საცდელმა გამოცემამ დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია სკოლის ცხოვრებაში. კიდევ მრავალ საინტერესო სიახლეს ველოდებით სამოქალაქო განათლების კლუბის ინიციატივით“,- გვეუბნება ეკატერინე ავაზაშვილი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები
შედეგები, ტესტი და შეფასების სქემა - NAEC საგრანტო კონკურსის ქულებს აქვეყნებს

მანდატურის სამსახური ვაკანსიას აცხადებს - უწყება 36 ახალი კადრის მიღებას გეგმავს

„ახალ სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლით შევხვდებით“

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება