სიახლეები
სკოლები

„დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტების გამოყენება პრაქტიკაში“- ორთაბათუმის საჯარო სკოლის პედაგოგის - თებრონე ფაღავას საინტერესო სტატია 
25-01-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ეცნობიან სწავლების თანამდროვე მეთოდებსა და მიდგომებს და პრაქტიკაშიც წარმატებით იყენებენ. გამოცდილებას კი კოლეგებს დიდი ენთუზიაზმით უზიარებენ. 

ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელია თებრონე ფაღავა, რომელიც საინტრესო სტატიას გვიზიარებს. პედაგოგის სტატიას უცვლელად გთავაზობთ. 

დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტების გამოყენება პრაქტიკაში

შესავალი

სტატია ეხება დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტების გამოყენებას სწავლა-სწავლების დროს, რომელიც სწავლის პროცესს მოსწავლეზე ორიენტირებულს და მასზე მორგებულს ხდის.

სტატიის მიზანია მკითხველის ინფორმირება და დაინტერესება დიფერენცირებული სწავლების
ინსტრუმენტებით, ასევე, მისი გამოყენების ეფექტიანი შედეგების და დადებითი მხარეების გაცნობა, კლასში შეტანის პერსპექტივის და მაგალთის ჩვენება.

სტატიაში დაწვრილებითაა საუბარი სასწავლო მენიუს შესახებ, ზუსტადაა გაწერილი ამ ინსტრუმენტის სტრუქტურა და გამოყენების ხერხი, რომელიც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

ძირითადი ნაწილი

განმავითარებელი შეფასება გვაძლევს ინფორმაციას სკოლის, კლასის, მოსწავლის, მასწავლებლის წინსვლის, მიღწევების და, ამასთან ერთად, არსებული პრობლემების შესახებ.

პედაგოგები, რომლებიც პრაქტიკაში იყენებენ მიმდინარე განმავითარებელ შეფასებას, აგროვებენ ინფორმაციას მოსწავლეების შესახებ. ამის შემდეგ მასწავლებელი ცდილობს ისე დაგეგმოს სასწავლო პროცესი, რომ მოსწავლეებს სასწავლო მიზნების მიღწევაში დაეხმაროს. სწორედ ამ დროს მიმართავს მასწავლებელი დიფერენცირებულ სწავლებას.

დიფერენცირებული სწავლება და განმავითარებელი შეფასება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.
განმავითარებელი შეფასება გამოიყენება კონკრეტული თემის/საკითხის შესწავლისას. მისი მიზანია დაადგინოს, თუ რამდენად კარგად გაიგო მოსწავლემ ესა თუ ის საკითხი.

განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება სასწავლო თემაზე/საკითხზე მუშაობის დასრულების შემდეგ. მისი მიზანია დაადგინოს, თუ როგორია მოსწავლის შედეგები სტანდარტით განსაზღვრულ მიზანთან მიმართებით და რა ქულას იმსახურებს იგი.

დიფერენცირებული სწავლება ნიშნავს სწავლების ტემპის, სირთულის ან მეთოდების ცვლას თითოეული მოსწავლის საჭიროების, სწავლის სტილის ან ინტერესების მიხედვით.

დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტებია:
● სასწავლო მიზანი;
● სასწავლო გაჩერებები;
● სასწავლო მენიუ;
● შეარჩიე საკითხავი მასალა;
● აირჩიე პროექტი;
● კითხვები ინტერესების მიხედვით;
● „რაფთ“ წერითი დავალება.

ამ ინსტრუმენტების გამოყენება თითოეულ პედაგოგს საშუალებას გვაძლევს გავიდეთ დასახულ მიზანზე. მეც ხშირად ვიყენებ რამოდენიმე მათგანს და მინდა გაგიზიაროთ ის.

დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტი „სასწავლო მენიუ“

სასწავლო მენიუ მოსწავლეებს სთავაზობს არჩევანს. მათ შეუძლიათ აირჩიონ კონკრეტულ სასწავლო მიზანთან დაკავშირებული საკითხის შესწავლის ფორმა, დავალების ტიპი ან ამ დავალების შესასრულებლად საჭირო დრო. სასწავლო მენიუში სასწავლო ამოცანების დიფერენცირება შესაძლებელია მოსწავლის მზაობის, ინტერესებისა და სწავლის ტიპის მიხედვით. სასწავლო მენიუ ხშირად მრავალგანზომილებიანი დიფერენცირების საშუალებას იძლევა. მაგალითად,
კარგად ჩამოყალიბებული სასწავლო მენიუ მასწავლებელს საშუალებას მისცემს, დიფერენცირება ერთდროულად მოსწავლეთა მზაობისა და ინტერესების მიხედვით მოახდინოს.

● დიფერენცირება მზაობის/საჭიროებების მიხედვით - მოსწავლეებს აქვთ არჩევანი სხვადასხვა ტიპის აქტივობებს შორის. ზოგიერთი აქტივობა უფრო რთულია, ზოგიერთი ნაკლებად, ზოგი შემოქმედებით აზროვნებას მოითხოვს, ზოგიც კი მშრალ ფაქტებს ეფუძნება.
● დიფერენცირება ინტერესების მიხედვით - მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, იკვლიონ მათი საცხოვრებელი ზონის ან მთლიანად საქართველოს ლანდშაფტი.
● დიფერენცირება სწავლის სტილის მიხედვით-მათ შეუძლიათ შეასრულონ დავალება მათთვის სასურველი სწავლის სტილის გამოყენებით-თავიანთ წინარე ცოდნაზე დაყრდნობით დაწერონ რაიმე ისტორია, იმუშაონ ფოტო/ვიდეომასალაზე ან დახატონ რუკა; წარმოადგინონ პრეზენტაცია ან შეავსონ ცხრილი.

სასწავლო მენიუს მაგალითი

საგანი: გეოგრაფია

თემა: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და საზღვრები

მასწავლებელი: თებრონე ფაღავა

სასწავლო მიზანი:
მოსწავლე შეძლებს:
● საქართველოს საზღვრების იდენტიფიცირებასა და მისი მახასითებლების
განსაზღვრას;
● საზღვრებს შორის არსებული განსხვავებების გაგება/გააზრებას;

სავალდებულო (უნდა შეასრულოთ ყველა დავალება)
1. სახელმძღვანელოს ბოლოს მოცემული რუკის (გვ. 9) მიხედვით
დააჯგუფეთ და ცხრილის სახით წარმოადგინეთ მანძილი თბილისსა და
სხვადასხვა ქალაქს შორის;
2. გაეცით პასუხი შემდეგ კითხვას წერილობით ან ზეპირი ფორმით:
შეაფასე საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ეკონომიკურ-გეოგრაფიული, სატრანსპორტო-გეოგრაფიული, რეკრეაციულ-გეოგრაფიული და სხვა ნიშნებით, იმსჯელეთ მის დადებით და უარყოფით
მხარეებზე.

არჩევითი (უნდა შეასრულოთ ჩამოთვლილთაგან ერთი დავალება მაინც)
1. მოცემული რუკის მიხედვით (გვ.10) დაადგინეთ საქართველოს საზღვრის ტიპები და წარმოადგინე დიაგრამის სახით;
2. ჯგუფებში მუშაობის პრინციპით: ვებგვერდ https://mapmaker.nationalgeographic.org/ -ის გამოყენებით ევროპის ელექტრონულ კონტურულ რუკაზე აღნიშნე და დააწერე სახელწოდებები:
ა) შავიზღვისპირეთის ქვეყნებს;

ბ) წითელი ხაზით მონიშნე, როგორ უკავშირდება შავი ზღვით საქართველო ევროპის ქვეყნებსა და მსოფლიოს.
3. დახატეთ საქართველოს რუკა და აღნიშნეთ მასზე საზღვრები ყველა მეზობელ ქვეყანასთან;
4. დაწერეთ ესე შემდეგ საკითხზე: „საქართველო ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა“.

არასავალდებულო (შეგიძლიათ მოცემული დავალებებიდან შეასრულოთ ერთი, ორივე ან არცერთი)
1. ინდივიდუალურად ან წყვილებში წარმოადგინეთ პრეზენტაცია შემდეგ თემაზე:
„საქართველო უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა“
2. მოიძიეთ ფოტო/ვიდეომასალა საქართველოს იმ ადგილების, ქედების, სოფლების შესახებ, რომლებზედაც მისი საზღვარი გადის;
3. გააკეთეთ რეფერატი შემდეგ თემაზე: „საქართველოს მდებარეობა და საზღვრები“.

დასკვნა
დიფერენცირებული სწავლების დანერგვა საქართველოს ყველა სკოლაშია აუცილებელი, რადგანაც სწავლა პოზიტიურ გარემოში, მოსწავლის საჭიროებების, მზაობის და ინტერესების მიხედვით წარიმართება, რაც დადებით შედეგებზე გაგვიყვანს, ასევე მიღწეულ იქნება ესგ-თი გათვალისწინებული მიზნები და ამოცანები.

დიფერენცირებული სწავლების მრავალი ინსტრუმენტი არსებობს, რომელთაგან ყველა ძალზედ მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფ სასწავლო მენიუს, რომლის გამოყენებაც ამაღლებს მოსწავლეთა ინტერაქციას სასწავლო პროცესში.

აღნიშნულ სტატიაში საუბარია დიფერენცირების, მისი ინსტრუმენტების და განსაკუთრებით სასწავლო მენიუს გამოყენების შესახებ ჩემს პრაქტიკაში, რომელთა შეტანითაც კლასში ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია, ჩართულობა და ინტელექტის დონე. მრავალფეროვანმა სასწავლო მენიუს შეთავაზებამ მოსწავლეებში ერთფეროვნება ჩაანაცვლა მრავალფეროვნებით, რამაც დააინტერესა ისინი, რადგანაც ყოველი მათგანი უნიკალური და განსხვავებულია ერთმანეთისგან, რომელთაც გააჩნიათ სხვადასხვა ინტერესები, დავალების შესრულების განსხვავებული დონე და მზაობა სწავლის მიმართ.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.

სტატიის ავტორი: თებრონე ფაღავა


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები
შედეგები, ტესტი და შეფასების სქემა - NAEC საგრანტო კონკურსის ქულებს აქვეყნებს

მანდატურის სამსახური ვაკანსიას აცხადებს - უწყება 36 ახალი კადრის მიღებას გეგმავს

„ახალ სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლით შევხვდებით“

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება