სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

კომიქსებით სწავლება - რა დადებითი მხარეები აქვს და როგორ შეიძლება მასწავლებლებმა გაკვეთილზე გამოიყენონ
10-02-2024
-
+


წლებთან ერთად, კომიქსები პოპულარობას არ კარგავს. ის არამხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველი, ილუსტრირებული წიგნია, არამედ შეიძლება შესანიშნავი და ეფექტური სასწავლო რესურსი იყოს, რომელიც მოსწავლეთა საჭიროებებზეა მორგებული.

კომიქსებს დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ გასართობად და განსატვირთად კითხულობდნენ. თუმცა წლებია, რაც საგანმანათლებლო სფეროშიც ინერგება. რა დადებითი მხარეები აქვს კომიქსებით სწავლებასა და როგორ შეიძლება ისინი მასწავლებელმა გაკვეთილზე გამოიყენოს - ამ საკითხზე ინფორმაცია მოვიძიეთ, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ. 

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ კომიქსები მოსწავლეთა ყურადღების მოსაკრებად, კრეტიული აზროვნების, წერისა და კითხვის უნარების განვითარებისთვის არაჩვეულებრივი ინსტრუმენტია. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, როგორ დანერგონ ის გაკვეთილებზე.და მაინც, როგორ შეიძლება კომიქსები მოსწავლეებს გამოადგეთ. 

კომიქსებს პასიური მკითხველის წახალისება შეუძლია 

სწორედ ეს არის ის ძირითადი სფერო, რომელშიც კომიქსებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ. მასწავლებლებმა ყველაზე კარგად იციან, თუ როგორ უჭირს ზოგიერთ მოსწავლეს კითხვა. გარდა ამისა, მათ ინტერესიც არ აქვთ ხოლმე. ამ მდგომარეობის გამოსწორებაში რომ კომიქსები დაგეხმარებათ, შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც. მართალია ის უფრო მეტად ილუსტრაციებითაა დატვირთული, თუმცა ახლავს ტექსტიც. სწორედ ვიზუალური ეფექტების წყალობით, მოსწავლეები ინტერესდებიან. მათ უნდებათ, გაიგონ, რა წერია, როგორ წარიმართება მოვლენები და ამბის დასასრული რა იქნება. შედეგად, კომიქსები ყველაზე ზარმაც მკითხველსაც კი ინტერესს აღუძრავს. ამაღელვებელი გამოსახულებები და ტექსტი მკითხველს ითრევს.

უცხო ენის ათვისების საწყის ეტაპზე კომიქსი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

ტექსტები არამხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ, ფაქტობრივად, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის გასაგებია. მარტივი ენით დაწერილი კომიქსები საუკეთესო გზაა, რომ ადამიანმა უცხო ენა ისწავლოს. მკითხველს ილუსტრაციები ეხმარება, რათა კონტექსტი გაიგონ და ტექსტიდან სწორი შინაარსი გამოიტანონ. 

კომიქსებს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება შეუძლიათ

ზოგადად, კომიქსები შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოვლენისა და დანახვის კარგი საშუალებაა. მასში მოყრილი ტესტური და ვიზუალური მასალა, მათ შორის კავშირი, მკითხველს შემოქმედებითი აზროვნებისკან უბიძგებს. მეტიც, მოსწავლეთა ნაწილი საკუთარი კომიქსების შედგენას იწყებს ხოლმე. გარდა ამისა, კომიქსების მეშვეობით, მოსწავლეები პერსონაჟების განვითარების გზას, სიუჟეტის სტრუქტურას, მოვლენათა თანმიმდევრობას, დიალოგების მნიშვნელობასა და ილუსტრაციებით ემოციების გადმოცემას ეცნობიან. 

რთული საკითხების გამარტივება

მაგალითად, თუ მოსწავლეს ისტორიული ფიგურების ან მოვლენების დამახსოვრება უჭირს, მისთვის კომიქსი საუკეთესო გამოსავალია. ვიზუალური მასალა ამ საქმეში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ანალოგიურად შეიძლება ითქვს, სხვადასხვა სოციალურ საკითხებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე. ამგვარ კომიქსებს ხშირად მასწავლებლები ქმნიან. მათ ყველაზე უკეთ იციან, როგორ აუხსნან გაკვეთილი თითოეულ მოსწავლეს და რა საგანმანათლებლო საჭიროებები აქვთ ბავშვებს. 

კომიქსები გამოადგებათ მედიაწიგნიერების შესასწავლად

მოსწავლეებს ინფორმაციის ანალიზის უნარი უვითარდებათ, ისინი ამ საკითხში ბევრად ინფორმირებულები ხდებიან. კომიქსები ბავშვებს უბიძგებს, რომ რიგი ინფორმაცია კრიტიკულად დაამუშაონ, მასზე იმსჯელონ და დისკუსია გამართონ. 

კომიქსებში სამყაროს მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი

თანამედროვე მსოფლიოში აუცილებელია, რომ სხვადასხვა ხალხის ჩვეულებები და კულტურა ვიცოდეთ. კომიქსებში ეს ყველაფერი გასაგებად არის გადმოცემული, მარტივი ტექსტებსა და ილისტრაციების საშუალებით, მოსწავლეები არაერთ საინტერესო ფაქტს ეცნობიან. ეს კი ინკლუზიური და ტოლერანრული გარემოს ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს. 

როგორც ზემოთმოყვანილი ტესტიდან ირკვევა, კომიქსები სასწავლო პროცესში მართლაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ახლა კი ისმის კითხვა - როგორ გამოიყენონ კომიქსები მასწავლებლებმა გაკვეთილზე.

პედაგოგებმა კომიქსების შერჩევისას, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომელი ასაკობრივი კატეგრიისთვისაა ის დაწერილი. გარდა ამისა, აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოს მათ შინაარსს და თავად იქამდე წაიკითხოს, ვიდრე კლასში შეიტანს. თუ სასურველ კომიქსს ვერ მიაგენით, გამოსავალი აქაც არსებობს. მასწავლებელმა ის თავად უნდა შექმნას. ამისთვის კი ინტერნეტ რესურსების გამოყენება შეუძლია, ის ილუსტრაციებს აარჩევს, შემდეგ კი ტექსტებს მოუფიქრებს. ზოგადად, კომიქსები შეიძლება რთული გაკვეთილის დაწყებისას გამოიყენოთ, რათა მოსწავლეები თავიდანვე დადებითად და ინტერესით იყვნენ განწყობილი. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება