სიახლეები
სკოლები

დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება და გულწრფელი მადლობა ღვაწლმოსილ მასწავლებელს 
25-01-2024
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება, ეს ყველაფერი კი ბავშვების მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

11 იანვარს, დარკვეთის საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება, რომელიც დაემთხვა ახალი წლის დღესასწაულს.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები აჩუქეს. 

სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდობამ მადლობა გადაუხადა პედაგოგებს, მშობლებს, მობრძანებულ საპატიო სტუმრებს. უსურვეს წარმატებები, დასახული მიზნების განხორციელება და ყოველივე საუკეთესო.

სკოლას სტუმრობდნენ საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და ღვაწლმოსილი დამსახურებული პედაგოგი ლამარა სხირტლაძე, რომელსაც 77 წელი სწორედ ღონისძიების დღეს შეუსრულდა.

„მას მივულოცეთ დაბადების დღე და მადლობა გადავუხადეთ, როგორც დამსახურებულ პედაგოგს. ქალბატონი ლამარა სხირტლაძე გაამხნევა თავისივე კლასელმა, სკოლის სასწავლო ნაწილმა - ნუგზარ ხვედელიძემ. ქალბატონ ლამარას მადლობა გადაუხადეს ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა, პროფკავშირის წარმომადგენელმა, დარკვეთის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებამ აღზრდილი თაობებისთვის, გაწეული ფასდაუდებელი შრომისთვის, ათეული წლების მანძილზე გაწეული ამაგისთვის. მადლობა, ჩემო ძვირფასო სტუმრებო, მოსწავლეებო, კოლეგებო, მშობლებო მეგობრებო, გვერდით დგომისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ახალ სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლით შევხვდებით“

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

საჯარო სკოლებისთვის სასწავლო კვირა ხუთდღიანია

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება