სიახლეები
სიახლეები

რატომ უჩივლა პედაგოგმა ფოთის N1 სკოლას და რას ამბობს დირექტორი
26-01-2024
-
+


ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, თამარ ფაჩულიამ ფოთის 1-ელ საჯარო სკოლას მასწავლებლის შესარჩევი კონკურსის არაობიექტურად ჩატარებისა და მისი უსამართლოდ დაბლოკვის გამო სასამართლოში უჩივლა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სკოლა დაავალდებულა, ხელახლა ჩაატაროს გასაუბრება - გადაწყვეტილება კი მიმდინარე თვის ბოლოს შევა ძალაში.

ფაჩულია etaloni.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ სკოლას ვაკანსია ჰქონდა გამოცხადებული ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის პოზიციაზე, მოთხოვნათა შორის დოქტორის ხარისხი ეწერა, რომელიც აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, მისი თქმით სკოლაში დაასაქმეს კადრი, რომელსაც აღნიშნული ხარისხი არ გააჩნია. 

„2022 წლის 15 აგვისტოს ფოთის პირველმა საჯარო სკოლამ გამოაცხადა კონკურსი ქართული ენისა და ლიტერატურის საათების დასაკავებლად. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, კანდიდატს ჰქონოდა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს ქალაქში ერთადერთი ვარ, ვისაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში დოქტორის ხარისხი აქვს, შევიტანე განაცხადი და ჩავერთე კონკურსში. ბრძანება, რომელიც ვფიქრობ, საერთოდ შესაცვლელია, არ სრულდება სკოლაში, რადგან არის ბუტაფორია და მის პრაქტიკაში გადმოტანას ვერც სკოლის დირექტორები ახერხებენ, ვერც კომისიის წევრები და თავმჯდომარე, ვერც სააპელაციო კომისია... ამ ხალხს, რესურსცენტრების ჩათვლით, სჭირდება ინსტრუქტაჟი, თუ როგორ ჩაატარონ კონკურსები. ისინი არ იცნობენ ბრძანებას და სამართლებრივ აქტებს. 

ვაკანსიის მოთხოვნის მიუხედავად, სკოლამ მიიღო კადრი, რომელსაც არ აქვს დოქტორის ხარისხი და არც ის რეგალიები და სტატუსები, რითაც შეიძლება საკონკურსო ნაწილში ჩემზე პრიორიტეტული ყოფილიყო. სკოლის აწ უკვე ყოფილმა დირექტორმა, შემოიკრიბა ახლობლები გარშემო და ახალ, პროფესიონალ კადრს არ მომცა გასაქანი. ფაქტი ისაა, რომ სკოლამ გასაუბრების შედეგად მიიღო მისაღები კადრი და არა - საუკეთესო. სიტყვა „საუკეთესო“ ბრძანებაში 4-ჯერ წერია, თუმცა აქ იყო წინასწარი შეთანხმება რომ მე დავებლოკე“, - გვიყვება პედაგოგი. 

ფაჩულია აღნიშნავს, რომ „დირექტორობის 21-წლიანი გამოცდილება გააჩნია, დაგროვილი ცოდნით გაბედა და დაუპირისპირდა უსამართლობას და იმედოვნებს, რომ ეს ყველაფერი შედეგს აუცილებლად გამოიღებს“:

„ყველა გაბედული ვერ იქნება და ვერ შეძლებს სასამართლოდან სასამართლოში სირბილს. მე გავბედე - დავუპირისპირდი ამ ადამიანებს. მათთან და მათ უსამართლო გადაწყვეტილებებთან ჭიდილს უნდა შევალიო ჩემი ცხოვრება? ვინ არიან ეს ადამიანები? რა მიღწევები აქვთ? - ახლა, რაც უნდა ტვინი გადმოგდიოდეს, არავინ მიგიღებს თუ ვინმე არ გყავს „მაღალ ეშელონებში“. დირექტორმა, რომელიც არც დოქტორია და არც - მენტორი, ჩემი რა უნდა დაიწუნოს?! - 8-საფეხურიანი განათლება გვაქვს და მივაღწიე ბოლომდე, ამის ზევით კვალიფიკაციას ვეღარ ავიმაღლებ. ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ, მთავარი ღირებულება თავისუფლებაა, მონები თუ ვიქნებით გავზრდით მონებს! - ეს არის მათთვის დისკომფორტი და მათ ჩემნაირი ადამიანები, ვინც არ ცხოვრობს მონურად და ვისთვისაც არჩევანის თავისუფლება მნიშვნელოვანია, უქმნიან დისკომფორტს. ყველა საფეხურს მივაღწიე და მასწავლებლობა უნდა გამიხდეს სახვეწარი?! - ეს სირცხვილია!

ჩვენ საკუთარ თავს უნდა გავუგოთ, უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: აი ახლა, ჩალა რომ გადაგაფარეს, გინდა? - მე პირადად ჩალას თავზე არც მინისტრს დავახურვინებ და არც - დირექტორს, ამიტომ ჩემი ცოდნით, განათლებითა და პროფესიონალიზმით ვიბრძვი“, - აღნიშნავს  ჩვენთან საუბრისას პედაგოგი. 

თამარ ფაჩულიამ პირველად ფოთის სასამართლოს მიმართა, თუმცა როგორც თავად გვიყვება, დარღვევებით, სრულიად უსამართლოდ ჩატარდა პროცესი, შემდეგ კი საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა.

„ვფიქრობ, მათ ხელი მიუწვდებოდათ ფოთის სასამართლოსთან და სწორედ ამიტომ, პროცესი დარღვევებით წარიმართა, რაც გავასაჩივრე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში; ჩემდა სასიხარულოდ, სასამართლომ ბათილად ცნო კონკურსის შედეგები და სკოლას დაავალა, ხელახლა ჩაატაროს გასაუბრების ეტაპი. ამ თვის ბოლოს გადაწყვეტილება შევა ძალაში, შემდეგ კი სკოლამ ან უნდა შეასრულოს მოთხოვნა ან გაასაჩივროს“, - აღნიშნავს პედაგოგი. 

თამარ ფაჩულიასთან საუბრის შემდგომ, ფოთის პირველი სკოლის ახალ დანიშნულ დირექტორს ბაქარ ერაგიას დავუკავშირდით, რათა სკოლის პოზიცია გაგვერკვია. როგორც ერაგიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის პედაგოგის განცხადებები გაუგებარი და გულდასაწყვეტია: 

„ეს ამბავი მოხდა ჩემ დირექტორობამდე, თუმცა ჩემი შეფასებით, ვთვლი, რომ არჩეული კანდიდატი არანაკლები პროფესიონალია ქალბატონ თამარზე. სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნათა გარკვეული ნაწილი, რაც არ გულისხმობს ქალბატონი თამარის გამართლებას. ჩვენ, წერილობითი სახით არ მიგვიღია სასამართლოს გადაწყვეტილება და ველოდებით. სწორედ აღნიშნული დოკუმენტის გაცნობის შემდგომ შეგვეძლება ვთქვათ როგორ მოვიქცევით და რა ნაბიჯებს გადავდგამთ. 

ჩემთვის, როგორც სკოლის ხელმძღვანელისა და როგორც ადამიანისთვის, რომლისთვის ძვირფასია სკოლა და ზოგადად განათლების სფერო, გულდასაწყვეტი იყო ქალბატონი თამარის საჯაროდ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადება და სკოლის მიღწევების დაკნინება - ჩემთვის მიუღებელია და ზოგადად გულდასაწყვეტია ადამიანების ლანძღვა.

დარწმუნებული ვარ, ქალბატონი თამარის არ არჩევის გადაწყვეტილება კომისიის წევრების გარდა არავის მიუღია. მინდა ასევე საჯაროდ დავაფიქსირო ქალბატონი თამარისადმი პატივისცემა და იმედი ვიქონიო, რომ მისი ერთგვარი შეტევა ჩვენს სკოლაზე, ასევე დაკნინების მცდელობა, იყო უბრალოდ ემოციური, უსამართლობის შეგრძნებით გადადგმული ნაბიჯი და არა შეგნებული ქმედება“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება