მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგანმანათლებლო კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმას ეხება, საუბარია 5 საგანმანათლებლო პრინციპზე.
კვლევაში აღნიშნულია, რომ მიზნებისა და შედეგების კონსოლიდირებასთან ერთად, ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კიდევ ერთ განმასხვავებელ ნიშანს, ექსპერტების მოსაზრებით, წარმოადგენს სწავლა-სწავლების პრინციპებისა და ძირითადი მიდგომების მოკლედ და შეკრულად წარმოდგენის მცდელობაც.
„კერძოდ, ახალი თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულია სწავლა-სწავლების ხუთი პრინციპი (კონსტრუქტივისტული მიდგომის ამსახველი პრინციპები), ისევე როგორც ჩამოთვლილია კომპონენტური უნარები და გამჭოლი თემები, რომელთა გარშემო აიგება სწავლის პროცესი. ეროვნული სასწავლო გეგმის შემქმნელთა და დოკუმენტის განხილვაში ჩართულ ექსპერტთა მოსაზრებით, კონსტრუქტივისტული მიდგომა გამჭოლ ხაზად წინა თაობის სასწავლო გეგმებშიც იკითხება, თუმცა ხაზგასმით მხოლოდ ბოლო ვერსიაშია წარმოდგენილი“.
ახალი თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ეს იდეები მოცემულია ე. წ. სიღრმისეული სწავლის ხუთი პრინციპის სახით და მოიცავს:
მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურებას;
ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას;
ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას;
სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა);
მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის შეძენას.
ამასთანავე, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ჩამოთვლილია ე. წ. ფუნქციურ-კომპონენტური უნარები, შესაბამისი განმარტებებით:
კრიტიკული აზროვნება – მოსწავლეს ეძლევა ფაქტების ანალიზის, იდეების გენერირებისა და ორგანიზების, მოსაზრებების დაცვის, შედარების, დასკვნების გამოტანის, არგუმენტების შეფასებისა და პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა;
შემოქმედებითობა – მოსწავლეს ეძლევა საშუალება შეაფასოს პრობლემა და გამოწვევა სხვადასხვა პერსპექტივიდან, ჩამოაყალიბოს ალტერნატიული პასუხები და ხედვები, დაგეგმოს და შეიმუშავოს პრობლემის გადაჭრის საკუთარი მოდელი;
თანამშრომლობა – მოსწავლეს ეძლევა საშუალება წარმატებით იმუშაოს სხვებთან ერთად საერთო მიზნის მისაღწევად. გაიაზროს საერთო პასუხისმგებლობა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასთან ერთად. გააცნობიეროს გუნდური მუშაობის პრინციპები და ურთიერთობის ფორმები;
კომუნიკაცია – მოსწავლეს ეძლევა საშუალება დაამყაროს მიზნობრივი ურთიერთობა სხვებთან და გამოხატოს საკუთარი თავი, როგორც ვერბალურად, ასევე არავერბალურად კულტურისა და სიტუაციის შესაბამისად. იყოს აქტიური, კეთილგანწყობილი, ემპათიური მსმენელი, განახორციელოს უკუკავშირი და რეფლექსია. გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა კომუნიკაციის პროცესში;
ხასიათი / ნებელობა – მოსწავლეს ეძლევა საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების შესწავლის, იდენტობის გააზრების, სწავლის პროცესის მართვის შესაძლებლობა. მხარდაჭერილია მოსწავლის ზრდის მოთხოვნილებები და წახალისებულია მისი თვითაქტუალიზაციის პროცესი;
მოქალაქეობა – მოსწავლეს ეძლევა საშუალება სხვათა ღირებულებებისა და ფასეულობების გათვალისწინებით იმსჯელოს და იფიქროს იმ გლობალური / კომპლექსური საკითხების გაანალიზებასა და მოგვარებაზე, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანისა და გარემოს მდგრადობაზე. გააცნობიეროს უნივერსალური ეთიკის პრინციპები და ინდივიდის როლი და თანაშემოქმედებითობა საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. ახალი თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში, აგრეთვე, მოცემულია ე. წ. პრიორიტეტული თემები, რომელთა ირგვლივ გამჭოლად აიგება სასწავლო პროცესი როგორც ფორმალური, ისე სასკოლო არაფორმალური განათლების ფარგლებში. ეს თემებია: ა) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; ბ) გარემოს დაცვა; გ) ჯანსაღი ცხოვრება; დ) სამოქალაქო უსაფრთხოება; ე) კონფლიქტების მართვა; ვ) ფინანსური წიგნიერება; ზ) კულტურული მრავალფეროვნება; თ) ადამიანის უფლებები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მათ თავიანთი საყვარელი პერსონაჟების როლი მოირგეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება