სიახლეები
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციაზე საინტერესო თემით წარდგა 
26-01-2024
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს, ამ მიზნით კი არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობს. 

27 დეკემბერს, ლამზირა ოსეფაშვილმა ეროვნულ კონფერენციაზე წარადგინა პრეზენტაცია თემაზე - „სწავლების თანამედროვე მიდგომები და სტრატეგიები“. 

კონფერენციას ესწრებოდნენ პედაგოგები სხვადასხვა რეგიონებიდან.

პრეზენტაციაში განხილული იყო ის სახალისო, შემეცნებითი, ინოვაციური აქტივობები, რომელთა გამოყენებითაც საგაკვეთილო პროცესი იქნებოდა საინტერესო.

მაგალითად, აქტივობა - „წრეში 4 სკამი,“ რომელშიც კლასის ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია ჩაერთოს, ჩაენაცვლოს და თითონ გააგრძელოს დისკუსია. ასე გრძელდება 10-15 წუთი.

როგორც თავად ლამზირა ოსეფაშვილი აღნიშნავს, ცოდნის მიღება, უნარ-ჩვევების გამომუშავება ხდება სწავლა-სწავლების ინტერაქტიული მეთოდების ხელშეწყობით, როგორიცაა: დისკუსია, დებატები, რაც პრიორიტეტს წარმოადგენს ცოდნის პრაქტიკული გამოყენებისთვის.

პედაგოგის კონფერენციაზე განხილული ერთ-ერთი სახალისო და საინტერესო აქტივობაა - „მიუწერე პასუხი“. მასწავლებელი კლასს ახვედრებს „ფლივჩარტზე“ დაწერილ კითხვებს, კლასს ყოფს 4 ჯგუფად, ეძლევათ დრო 2 წუთი, მოსწავლეები უწერენ პასუხს და გადასცემენ მომდევნო ჯგუფს, დასრულების შემდგომ კი აკეთებენ პრეზენტაციას. პრეზენტაციას 2-3 წუთი სჭირდება. საინტერესო, მრავალფეროვანი მოსწავლეთა შეხედულებების და ნააზრევის წარდგენა ხდება, ყველა მოუთმენლად ელოდება როდის მოვა პრეზენტაციის წარდგენის
დრო, როგორ მიიღებს კლასი, რამდენად საინტერესო გამოვა.

ქალბატონმა ლამზირამ განიხილა პრეზენტაციაში ინოვაციური, გამახალისებელი, სტიმულის მიმცემი დიფერენცირებული აქტივობები, რაც გაკვეთილის ხარისხს გაზრდის.

აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს ანალიტიკურ აზროვნებას, კომპლექსურ უნარებს: ანალიზს, ლოგიკურ, კრიტიკულ აზროვნებას, ელემენტთა დაკავშირებას ნაცნობ საკითხთან.

„დღევანდელი თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებით მასწავლებლის უმთავრესი ამოცანაა განუვითაროს მოსწავლეს სიღრმისეული ცოდნა და კომპეტენცია, მეორე მხრივ ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი და სწორი ღირებულების მქონე მოქალაქის ფორმირებას“,- დასძენს პედაგოგი. 

აღსანიშნავია, რომ მასწავლებელს კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ახალ სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლით შევხვდებით“

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

საჯარო სკოლებისთვის სასწავლო კვირა ხუთდღიანია

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება