სიახლეები
სიახლეები

რას ფიქრობენ მასწავლებლები - სავალდებულო შინაარსის მოცულობა ეროვნულ სასწავლო გეგმაში
30-01-2024
-
+


საგანმანათლებლო კვლევის ცენტრის ინფრმაციით, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტშია ასახული, სავალდებულო შინაარსის მოცულობის დაბალანსება ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური საკითხია.

კვლევაში საუბარია, რომ „პირველი თაობის სასწავლო გეგმა სავალდებულო შინაარსის ამოღებას ისახავდა მიზნად, მეორე თაობის სასწავლო გეგმაში, პირველადი განზრახვის საპირისპიროდ, დეტალურად გაიწერა სავალდებულო შინაარსი, ხოლო მესამე თაობის სასწავლო გეგმა ამ ორ საპირისპირო მოცემულობას შორის ერთგვარი კომპრომისის მოძებნის მცდელობას წარმოადგენს – წვრილი შინაარსობრივი ერთეულები თემებით, თემატური ბლოკებით და ცნებათა სისტემებით ჩანაცვლდა. სასწავლო გეგმის შემქნელთა და პროცესში მონაწილე სხვადასხვა მხარეთა მოსაზრებით, სავალდებულო შინაარსის ირგვლივ მსჯელობა „რთული პროცესია“, სადაც მხარეებს (დისციპლინის წარმომადგენლებს, მასწავლებლებს, განათლების ექსპერტებს) უჭირთ შეთანხმების მიღწევა“.

ექსპერტთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შინაარსი (მათ შორის სავალდებულო ცნებების სისტემა და განმარტებები) მაქსიმალურად უნდა განიტვირთოს, რადგან სავალდებულო შინაარსის შემოტანას ახლავს ცენტრალიზების, პოლიტიზების, ვიწრო ინტერესების გატანის რისკი. მეორე ნაწილი განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს – შინაარსობრივი ორიენტირები სასწავლო გეგმაში უხეშად კი არ უნდა ამოვიღოთ, არამედ სტრატეგიულად განვსაზღვროთ.

ამ პოზიციას ექსპერტები კურიკულუმის თანამედროვე თეორიებზე დაყრდნობით აყალიბებენ, რომლებსაც დღეისათვის მნიშვნელოვანი გავლენა აქვს კურიკულუმის განვითარების ირგვლივ ჩამოყალიბებულ აკადემიურ დისკურსში – შინაარსის ამოღებამ იმ მოცემულობით, როდესაც მასწავლებლების კომპეტენცია და ინფორმაციაზე წვდომა სკოლებში განსხვავებულია, შესაძლებელია გააღრმავოს უთანასწორობა სწავლის შედეგებში და ხელი შეუშალოს სოციალურ მობილობას.

შინაარსს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა ინტელექტუალური და სოციალური წინსვლისთვის, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებისთვის და კულტურული წიგნიერების განვითარებისთვის.

„ამ თავისუფლების პირობებში, როცა ყველა რასაც უნდა და რაც შეუძლია იმას ასწავლის, სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა მოსწავლეს ერთნაირი სიღრმის და სიფართოვის ცოდნა ექნება, მაგალითების და ანალოგიების მსგავს მრავალფეროვნებაზე მიუწვდება ხელი“, - აცხადებს კურიკულუმის ექსპერტი.

მასწავლებელი რესპონდენტები (საგნობრივი ექსპერტები, განათლების სფეროს ექსპერტები) მიიჩნევენ, რომ პროცესის სირთულის მიუხედავად, მესამე თაობის სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესის ფარგლებში შინაარსის საკითხებზე დისკუსია უნდა გაგრძელდეს. ექსპერტების მოსაზრებით, შინაარსის მოცულობის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ესგ-ში გარკვეული შინაარსობრივი ორიენტირების არსებობა არ ეწინააღმდეგება პროცესზე ორიენტირებული კურიკულუმის იდეას, მთავარია, შინაარსის მოცულობის და სტრატეგიულად გამოყენების საკითხი კარგად იყოს გააზრებული.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

ქართული დროშა სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა 

რეგისტრაცია დაიწყო - განრიგი და ტესტების ნიმუშები

სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ხვალიდან განახლდება

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

კლუბური მუშაობის ფარგლებში, მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში არიან ჩართულნი

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება