სიახლეები
სკოლები

„ქართული აბრეშუმი – ბოჭკოთა დედოფალი“ - ბათუმის N8 სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის - მადონა წივწივაძის შთამბეჭდავი პროექტი
29-01-2024
-
+


ბათუმის N8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი მადონა წივწივაძე მუდმივად ძიებაშია და ანებივრებს მოსწავლეებს ინოვაციური პროექტებითა და გაკვეთილებით. უპირატესობას ანიჭებს კეთებით სწავლის მეთოდს, შესაბამისად, ხშირად მიმართავს პროექტულ სწავლებას, მოსწავლეებს სთავაზობს ექსპერიმენტებს, კვლევებსა და ცდებს. 

სწორედ აღნიშნული ინოვაციური მეთოდებით წარმართავს პედაგოგი ეკოკლუბის - „ჩვენი გარემო“ მუშაობას, რომლის წევრებიც თავად არიან აღმოჩენების ავტორები. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე აისახება. 

პედაგოგის განხორციელებუულ საინტერესო პროექტებს შორის აღსანიშნავია, შთამბეჭდავი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტი - „ქართული აბრეშუმი – ბოჭკოთა დედოფალი“, რომელიც აბრეშუმის ჭიის (მურის) მოვლა-პატრონობას მიეძღვნა. 

პედაგოგის თქმით, პროექტი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში აბრეშუმის ძაფის მიღებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, მისი აზრით ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად მსუბუქი მრეწველობის ეს დარგი უნდა აღდგეს, ამიტომ მოსწავლეებს, ფორმალურ განათლებასთან ერთად, არაფორმალურ გარემოშიც უნდა ავუმაღლოთ ცნობიერება საკითხის მიმართ.

პროექტი მიზანად ისახავდა:

  • გარემოში დამოუკიდებლად ორიენტირებისა და კვლევის უნარის გამომუშავებას;
  • საქართველოსა და თუთის აბრეშუმხვევიას შესახებ მოძიებული ინფორმაციის გაანალიზებას;
  • პრაქტიკულად, ექსპერიმენტის გზით, ქართული აბრეშუმის მიღებას;
  • მიღებული ცოდნისა და შეძენილი გამოცდილების ყოფა-ცხოვრებაში გამოყენება და გაზიარებას.

ეკოკლუბელებმა პროექტზე ხალისითა და დიდი ინტერესით იმუშავეს და მათთვის ნაკლებად ცნობილი მრეწველობის დარგის შესახებ ბევრი ახალი ისწავლეს და გაიგეს. 

პედაგოგის პროექტის შეჯამებისას დასძენს, რომ პროექტული სწავლება და საკლუბო მუშაობა ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას შესასწავლი საგნების მიმართ. მოსწავლეებს, ინტერაქტიურ გარემოში, საშუალება ეძლევათ, სხვადასხვა დავალებისა და აქტივობის შესრულების დროს, ეფექტურად გადალახონ არსებული ბარიერები და სიძნელეები; გაუჩნდეთ სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და ახლის შეცნობის წყურვილი. 

იხილეთ პროექტზე მუშაობის ამსახველი ვიდეომასალა:






















კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ახალ სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლით შევხვდებით“

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

საჯარო სკოლებისთვის სასწავლო კვირა ხუთდღიანია

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება