სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

„არ იმუშავებ - ვერ ისწავლი, იმუშავებ - მაინც ვერ ისწავლი!“ - ერთი სტუდენტის ისტორია
01-02-2024
-
+


სტუდენტობა საქართველოში და მუშაობა, სწავლის პარალელურად - ახალგაზრდები, რომლებიც დამოუკიდებლად ცდილობენ გზის გაკვალვას და სწავლის საკუთარი შემოსავლებით დაფინანსებას საკმაოდ დიდ სირთულეებს აწყდებიან. საკითხზე არა ერთხელ გვისაუბრია, ამჯერად კი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მაგისტრატურის სტუდენტის მათე ცენტერაძის ისტორიას გაგაცნობთ, რომლისთვისაც სტუდენტური ცხოვრება დამოუკიდებლობასთან, ახალ თავგადასავლებთან, ლაღ, ხალისიან და დაუვიწყარ პერიოდთან ასოცირდებოდა, როგორც ეს იმ ფილმებში უნახავს, რომელებიც ამერიკული და ევროპული სტუდენტური ცხოვრების შესახებაა გადაღებული, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ქართულ რეალობაში აღმოჩნდა, რეალობაში, სადაც სტუდენტობა გადარჩენისთვის ბრძოლას ჰგავდა. 

როგორც მათე გვიყვება, გზა, რომელსაც უნივერსიტეტში ჩააბარებიდან დღემდე გადის, გამოწვევებითაა სავსე და საერთოდ არ ჰგავს ბავშვობაში შექმნილ წარმოდგენას. 

„სწავლის პარალელურად 2 სამსახურში ვმუშაობ, სასტუმროს ადმინისტრატორად 24 საათიან ცვლაში და იურისტის ასისტენტად სრულ განაკვეთზე, ამიტომ ძალიან ახლოსაა ჩემთან სწავლის პარალელურად მუშაობის პრობლემა, ერთის მხრივ მიწევს სწავლის საფასურის გადასახადზე ზრუნვა და მეორე მხრივ, ვცდილობ ჩემი პროფესიით განვითარებას, თუმცა ქართულ რეალობაში ეს მარტივი არ არის, მეტიც თითქმის შეუძლებელია. 

მინდა ის პერიოდი გავიხსენო, სანამ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, ვუყურებდი ფილმებს სტუდენტურ ცხოვრებაზე, სადაც ახალგაზრდები თავისუფლად ახერხებდნენ ნახევარ განაკვეთზე მუშაობას, თავიანთი თავის ფინანსურ უზრუნველყოფას და სწავლისთვისაც რჩებოდათ დრო, ეს ყველაფერი კი ოპტიმისტურ მოლოდინებს მიქმნიდა, მჯეროდა, რომ სტუდენტური ცხოვრება ლაღი და ხალისიანი იყო და სირთულე  მხოლოდ სწავლასთან დაკავშრებული შეიძლება ყოფილიყო. თუმცა, ფილმი დასრულდა და ქართულ რეალობაში აღმოვჩნდი, სადაც სტუდენტობა გადარჩენისთვის ბრძოლაა. ამ რეალობაში ბევრი ქართველი სტუდენტია, რომლებსაც უწევთ გაუმკლავდნენ ისეთ ფინანსურ პრობლემებს, როგორიც გაზრდილი ქირაა ბინებზე,  პროდუქტის მაღალი ფასები და სწავლის გადასახადია - ეს ყველაფერი კი, გზას კენწერომდე, სადაც სწავლა უნდა გატკბილდეს, ძალიან ართულებს“, - გვეუბნება მათე ცენტერაძე.

როგორც სტუდენტი გვეუბნება, წარმოუდგენელია მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდე, როცა ღამის საათებში მუშაობ და ხშირად ლექციებსაც ვერ ესწრები სამსახურეობრივი ვალდებულების გამო

„ფინანსურად ნაკლებად უზრუნველყოფილი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურმა, შეიძლება მნიშვნელოვანი ბარიერი შექმნას უმაღლესი განათლების მიღებისას. სტუდენტებს, რომლებიც სწავლის საფასურს დამოუკიდებლად იხდიან, პრიოტიტეტის მინიჭება უწევთ სამუშაოზე, რაც დღევანდელ რეალობაში წარმოუდგენელს ხდის მათ მაღალ აკადმიურ მოსწარებას, ეს კი თავის მხრივ ახალგაზრდებში უთანასწორობის ციკლის გაგრძელებას უწყობს ხელს. 

მათთვისაც კი, ვინც ახერხებს დასაქმების უზრუნველყოფას სწავლის ხარჯების დასაფარად, სამუშაოს მოთხოვნამ შეიძლება შეაფერხოს აკადემიური საქმიანობა. ჩვენს ქვეყანაში, ახალგაზრდებისთვის, არსებული სამუშაო პირობები მცირე დროს ტოვებს სწავლისთვის, ლექციებზე დასწრებისთვის ან აქტივობებში ჩართვისთვის, რაც აუცილებელია პიროვნული და აკადემიური განვითარებისთვის. უფრო მეტიც, სტრესმა და დაღლილობამ, რომელიც დაკავშირებულია სამსახურისა და სწავლის შეთავსებასთან, შეიძლება გავლენა იქონიოს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს სტუდენტების აკადემიური წარმატების მიღწევის გამოწვევებს. ამ თავსატეხის მოგვარება მრავალმხრივ მიდგომას მოითხოვს“, - აღნიშნავს რესპოდენტი. 

მაგისტრანტი პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოსავლის გზებზეც საუბრობს:

„უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებამ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს ხელმისაწვდომ განათლებას და ფინანსური დახმარების ინიციატივებს, რათა უზრუნველყონ ყველა სტუდენტის თანაბარი წვდომა უმაღლეს განათლებაზე, განურჩევლად სოციალურ-ეკონომიკური ფენისა. გარდა ამისა, უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ შექმნან მოქნილი სწავლის ვარიანტები, როგორიცაა ონლაინ კურსები და საღამოს სალექციო-სასემონარო საათების გამოყოფა, დასაქმებული სტუდენტების განრიგის დასაკმაყოფილებლად. ყოვლისმომცველი მხარდაჭერის სერვისების, მათ შორის აკადემიური, კარიერული და ფსიქიკური ჯანმრთელობის კონსულტაციის ჩათვლით, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სტუდენტების დასახმარებლად მუშაობისა და სწავლის ეფექტურად დაბალანსებაში. გარდა ამისა, აკადემიურ საზოგადოებაში ურთიერთგაგებისა და თანაგრძნობის კულტურა უნდა გაიზარდოს. აქედან გამომდინარე, დღევანდელი ქართული რეალობა ასეთია - „არ იმუშავებ - ვერ ისწავლი, იმუშავებ - მაინც ვერ ისწავლი!“, - ამბობს მათე ცენტერაძე


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება