მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლებში პროფესიული განათლება ინტეგრირდება - ეს ამბავი სიახლე ნამდვილად აღარ არის, თუმცა საინტერესო ისაა, რა მახასიათებლები გააჩნია ეფექტურ პროფესიულ განვითარებას.
განათლების სპეციალისტები გამოყოფენ ეფექტური პროფესიული განვითარების მახასიათებლებს:
ეფექტური პროფესიული განვითარების ამოსავალ წერტილს წარმოადგენს მოსწავლის სასწავლო მიზნები: რა უნდა ვისწავლო, რისი გაკეთება უნდა შევძლო იმისთვის, რომ ჩემს მოსწავლეებს ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მიღწევები?
ეფექტური პროფესიული განვითარება უწყვეტი პროცესია და ეფუძნება მოსწავლეებისა და მასწავლებლების ცვალებად საჭიროებებს. ამიტომაც იგი მთელი აკადემიური წლის განმავლობაში მიმდინარეობს და მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს;
ეფექტური პროფესიული განვითარება ფოკუსირებულია კონკრეტული საგნის შინაარსსა და სწავლისა და სწავლების მეთოდიკაზე;
ეფექტური პროფესიული განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული მასწავლებლის ყოველდღიურ საქმიანობასთან საკლასო ოთახში. ცნობილი ექსპერტის მოსმენა ძალიან სასარგებლოა, თუმცა იშვიათად არის საკმარისი იმისთვის, რომ მოტივირებულმა მასწავლებელმა ცვლილებები განახორციელოს საკლასო ოთახში. მასწავლებელს სჭირდება გაცილებით მეტი, ვიდრე მოსმენა. მოსმენა მხოლოდ დასაწყისია. მასთან
ერთად მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ახალი სტრატეგიებისა და მეთოდების კლასში დანერგვის მრავალფეროვანი შესაძლებლობები;
ეფექტური პროფესიული განვითარების შედეგები აისახება საკლასო ოთახებში. პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობის შემდეგ მასწავლებლები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში, რათა (ა) მოსინჯონ ახალი სტრატეგიები და მეთოდები; (ბ) მოსწავლეებისგან მიიღონ უკუკავშირი ახალ მეთოდებზე; (გ) შეაგროვონ და გააანალიზონ შესაბამისი მონაცემები; (დ) ცვლილებები შეიტანონ პრაქტიკაში;
ეფექტური პროფესიული განვითარება გულისხმობს მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს. მონაცემები ეხმარება მასწავლებლებს განსაზღვრონ პროფესიული განვითარების საჭიროებები. პროფესიული განვითარების ეტაპზე მონაცემები საშუალებას იძლევა მონიტორინგი გაუწიონ საკლასო ოთახებში მიმდინარე პროცესებს.
დაბოლოს, მონაცემების საშუალებით მასწავლებლები აფასებენ სწავლების ეფექტურობას და გეგმავენ მომდევნო ნაბიჯებს;
ეფექტური პროფესიული განვითარება ეფუძნება მასწავლებლის, როგორც კვალიფიციური და გამოცდილი პროფესიონალის, აღიარებას. ცნობილ ექსპერტებთან პროფესიული ურთიერთობა ყოველთვის სასარგებლოა, თუმცა არანაკლებ ნაყოფიერია მასწავლებლებს შორის თანამშრომლობა პროფესიული განვითარების მიზნით. ნებისმიერ სკოლაში მოიძებნება მასწავლებელი, რომელიც შეძლებს პროფესიული განვითარების პროცესის ხელმძღვანელობას;
ეფექტური პროფესიული განვითარების უმთავრესი პრინციპია თანამშრომლობა. მასწავლებლები ერთმანეთისგან სწავლობენ. ისინი ეხმარებიან ერთმანეთს მიზნების დასახვასა და მათ მიღწევაში;
ეფექტური პროფესიული განვითარება ფოკუსირებულია როგორც სწავლის, ასევე სწავლების ეფექტურობაზე;
ეფექტური პროფესიული განვითარება ითვალისწინებს მასწავლებლების მონაწილეობას მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება
საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ