მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ამჯამად, დაწყებითი კლასების მოსწავლეები, მასწავლებლის - ლამზირა ირემაძის ხელმძღვანელობით, ახორციელებენ პროექტს - „მე დავზოგავ წყალს და ამით დავეხმარები დედამიწას“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის თემა შეირჩა მისი აქტუალობიდან გამომდინარე, რადგან მსოფლიო საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რამდენად მნიშვნელოვანი პროდუქტია კაცობრიობისთვის სასმელი წყალი და რა დიდ აუცილებლობას წარმოადგენს წყლის რესურსების მოფრთხილება და დაცვა.
მდგრადი განვითარების 17 ძირითად მიზანს შორის მეექვსე, წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფაა.
პროექტის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს - ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების (მოსწავლეების, მასწავლებლების, თემის) ცნობიერების ამაღლებას წყლის დაბინძურებისაგან დაცვის აუცილებლობასა და მისი დაზოგვითი გამოყენების მნიშვნელობაზე.
პროექტის მონაწილეები სამ ნაწილად გადანაწილდნენ ჯგუფებში - „მკვლევარები“, „რეპორტიორები“ და „რეკომენდატორები“ და გაინაწილეს დავალებები.
„მკვლევარებმა“ შეადგინეს კითხვარი წყლის რესურსების მოფრთხილებისა და დაცვის შესახებ მოსახლეობის (როგორც მოსწავლეების, ასევე თემისც წარმომადგენლების) ცნობიერების დონის გასარკვევად და ჩაატარეს გამოკითხვა, წარმოაჩინეს შედეგები, გააკეთეს დასკვნები.
„რეპორტიორებმა“ მოამზადეს ფოტო/ვიდეორეპორტაჟები საკუთარ გარემოში მდინარეების ან სხვა წყალსატევების მდგომარეობის შესახებ (ყრის თუ არა მოსახლეობა ნაგავს სანაპრიოზე, ჩაედინება თუ არა წყალში კანალიზაცია, საწარმოო ნარჩენები და ასე შემდეგ); იღვრება თუ არა ონკანებიდან
და მილსადენებიდან წყალი უმიზნოდ და ა.შ. დაათვალიერეს და შეისწავლეს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამდინარე მდინარე „ცხენისწყალი“ და მისი სანაპიროები, გადაიღეს ფოტო/ვიდეომასალა, გააკეთეს დასკვნები.
„რეკომენდატორები“ ეწვივნენ ხონის მუნიციპალიტეტის წყალკანალის მენეჯერს - თემურ საღარაძეს.
მოსწავლეებმა დაუსვეს კითხვები, რომლებზეც პასუხის დახმარებით მათ შეივსეს ის საინფორმაციო სივრცე, რომელიც სწორედ სასმელი წყლით მოწოდების ობიექტებსა და გზებს შეეხებოდა.
პროექტის I ნაწილის შემაჯამებელ შეხვედრაზე მოსწავლე-მასწავლებელმა მიიწვიეს პროექტის თემასთან დაკავშირებული დარგის სპეციალისტი თემურ საღარაძე, რომელმაც გამოკითხვის შედეგებთან მიმართებაში გააკეთა მთავარი აქცენტები და მოსწავლეებს მიაწოდა სწორი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია სასმელი წყლის მდგრადი მოხმარების შესახებ.
„პროექტი გრძელდება და დაგეგმილია ძალიან საინტერესო, ფორმალური თუ არაფორმალური განათლების, დანერგვის აქტივობები. პროექტი დასრულდება გაზაფხულზე. პროექტზე მომუშავე გუნდს ვუსურვებთ წარმატებებს!“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ