სიახლეები
სკოლები

კოხტის საჯარო სკოლაში, პროექტის - „ჩემი წიგნი“ ფარგლებში, მორიგი პრეზენტაცია გაიმართა
31-01-2024
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ მოწაფეებს მხატვრული ლიტერატურა შეაყვარონ და კითხვის უნარ-ჩვევის გამომუშავებაში ეხმარებიან. 

17 იანვარს, სკოლაში, პროექტის - „ჩემი წიგნი“ ფარგლებში, მორიგი პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მასწავლებლები და VII, VIII, IX, X, XI, XII კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ.

VII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ წაკითხული წიგნები: თ.გეგეშიძის - „ჩუმად უნდა იჯდე“ და ნ.როსტიაშვილის - „სხვა სკოლა“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, აღნიშნული წიგნების წაკითხვის სურვილი ბევრმა მსმენელმა გამოთქვა, (როგორც მოსწავლეებმა, ასევე მასწავლებლებმა). წიგნები გადაეცათ მომდევნო მკითხველებს…

სამომავლოდ კი დაიგეგმა წაკითხული წიგნების შესახებ დისკუსიის გამართვა.

პროექტის ხელმძღვანელი ლია სვიმონიშვილი გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება