სიახლეები
სკოლები

არაგვის საჯარო სკოლის ექთანმა მოსწავლეებთან ჰიგიენის დაცვისა და ინფექციის პრევენციის საკითხებზე შეხვედრები ჩაატარა
31-01-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში ჰიგიენის საკითხებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. 

სკოლის ექთანმა ზარინე ოგანესიანმა ჩაატარა შეხვედრები მოსწავლეებთან თემაზე -  „სკოლაში ჯანმრთელობისა და ჰიგიენის კულტურა“. 

ექთანი მოსწავლეებს ესაუბრა ჰიგიენის წესების დაცვაზე, ხელების დაბანის კულტურის აუცილებლობასა და იმ დაავადებებზე, რომელიც გამოწვეულია ჰიგიენის უგულებელყოფით. 

ასევე, მან მოზარდებს გააცნო დაავადებები, რომლებიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. 

მოსწავლეები ყურადღებით გაეცნენ ინფორმაციას, გაიზარდა მათი ცნობიერება ჯანმრთელობის და ჰიგიენის დაცვის კუთხით.

როგორც სკოლის დირექტორი ანდრიას აბდოიანი აღნიშნავს, სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით ასეთი შეხვედრები სასარგებლო და ნაყოფიერია მოსწავლეების ჯანმრთელობის დასაცავად და  გაგრძელდება მომავალშიც.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება