სიახლეები
სკოლები

„კარგი მასწავლებელი ბავშვების ცხოვრებით უნდა ცხოვრობდე“ - თამილა დავითაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის პედაგოგი
01-02-2024
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში პროექტი - „მასწავლებლები განახლების სკოლიდან“, წარმატებით გრძელდება. 

პროექტის მონაწილეები პედაგოგებს, ფინჯან ყავაზე მასპინძლობენ, მათთან ერთად სხვადასხვა საინტერესო თემას განიხილავენ და სასკოლო საზოგადოებას საყვარელ მასწავლებლებს განსხვავებული რაკურსით აცნობენ. 

ამჯერად, პროექტის სტუმარი, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი და პროექტის თანამონაწილე, თამილა დავითაძე გახლავთ.

პროექტის ფარგლებში მომზადებულ ინტერვიუს სკოლა გვიზიარებს: 

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები:

  • დაბადების თარიღი - 17. 02. 1989 წელი;
  • განათლება -1996- 2007 წლები ბათუმი, გონიოს საჯარო სკოლა;
  • 2008-2012 წლები - ქ. ბათუმის შ.რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით;
  • 2011-2012 წლები - მაძიებლის პროგრამა ბათუმის N2 საჯარო სკოლაში;
  • მეორე სპეციალობა - მასწავლებლის მომზადების პროგრამა, ქართული ენა და ლიტერატურა;
  • სამუშაო ადგილები - 2012-2013 წლები ბათუმი „ალდაგი ბისიაი“ სადაზღვევო კომპანიაში;
  • 2013 წლიდან დღემდე - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლა - ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი. საქმისმწარმოებელი;
  • სტატუსი: უფროსი;
  • ხასიათი: მშვიდი, გაწონასწორებული;
  • უნარები: პასუხისმგებლობიანი, ნოვატორი, ემპატიური;
  • თვისებები: სამართლიანი, მუდმივად სწავლობს, ერთგული;
  • დევიზი: არასოდეს დაეცე!
  • საყვარელი მწერლები: ნოდარ დუმბაძე;
  • საყვარელი ფილმები: „თეთრი ბაირაღები“, „ჭრიჭინა“;
  • ოცნებობს: მსოფლიოში არ იყოს ომი, ყველა ბავშვი იყოს ბედნიერი;
  • ჰყავს მეუღლე - ალბერტ ბოლქვაძე;
  • შვილები - ორი ვაჟი, ანდრია და დათა ბოლქვაძეები.

- რა არის შენი მიზანი?

- მიზანს აქვს ფასი. ჩვენ შეგვიძლია ვიოცნებოთ უფასოდ, მიზნები კი კონკრეტულ საფასურს ითხოვს, მონდომებას და დროს. მიზანი გვავარჯიშებს და მის მისაღწევად შრომაა საჭირო, ჩვენი შესაძლებლობების დახვეწა. ჩემი მიზანი არის, ერთგული ადამიანების გარემოცვაში. ასევე, ჩემი შვილების საამაყო მშობელი ვიყო.

- რა არ ვიცით თქვენზე?

- ის რომ, მეც ვბრაზდები ხანდახან....

- რას ნიშნავს იყო კარგი მასწავლებელი?

- კარგი მასწავლებელი იყო ნიშნავს, გიყვარდეს შენი პროფესია და უპირველესად ბავშვები. გათავისებული გქონდეს მასწავლებლის როლი და საკუთარი პასუხისმგებლობა აღსაზრდელების წინაშე. ცხოვრობდე ბავშვების ცხოვრებით. სწავლობდე, ასწავლიდე, ქმნიდე, ეძებდე სიახლეებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აბარია მასწავლებელს, რადგან მას პატარა ადამიანების პიროვნებად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი შეაქვს. უმნიშვნელოვანესია, რომ მას ბავშვები უყვარდეს, ჰქონდეს მოთმინების უნარი, საქმეს აკეთებდეს მონდომებით და არა ვალდებულების გამო. პიროვნული უნარები, როგორიცაა თბილი დამოკიდებულება, ყურადღებიანობა და მზრუნველობა, ნამდვილად დაეხმარება მას კარგ მასწავლებლად ჩამოყალიბებაში.

- თქვენ შეგიძლიათ სამყარო უკეთესი გახადოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ...

- უფრო მეტად ვიშრომოთ მიზნისკენ მიმავალ გზებზე.

სხვის ნაკლზე საუბარს უნდა გადავეჩვით და შრომა ვისწავლოთ. უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის პატივისცემა და საკუთარი თავის რეალიზება. შევეშვათ სხვაზე თითის გაშვერას. მნიშვნელოვანია, აკეთო ის, რაც კარგია და გამოადგება მომავალ თაობას, მშვიდ, თბილ და თავისუფალ სამყაროში ცხოვრებისათვის.

- რას აკეთებთ თავისუფალ დროს, რა არის თქვენი ჰობი?

- თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, მაგრამ მიყვარს ოჯახთან, ახლობლებთან ყოფნა, ჩემი შვილები ჩემთვის ყველაზე ძვირფასები არიან. თავისუფალ დროს მათთან ერთად ვატარებ.

ჩემი ჰობია ყვავილების მოვლა-გამრავლება, მიყვარს ქსოვა, მძივების აგება, ხელნაკეთი ნიმუშების დამზადება.

- დრო რომ დაბრუნდეს, რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?

- დრო რომ დაბრუნდებოდეს...

მგონი არაფერს შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში. ჩემს მიერ დღემდე განვლილი გზის, საქმიანობის, ოჯახის, მშობლების, შვილების და ცხოვრების კმაყოფილი ვარ.

- რას აფასებთ ყველაზე მეტად ადამიანში?

- ადამიანში ვაფასებ კულტურას, ზრდილობას, ქცევასა და სიკეთეს

- გაღიზიანებთ ...

- მაღიზიანებს ტყუილი და თვალთმაქცობა, ასევე ბილწსიტყვაობა.

- თამილა მასწავლებელი არის....

- ამაზე ალბათ სხვები უკეთ ისაუბრებენ, თუმცა მე საკუთარ თავს შევაფასებდი, მე ვარ ადამიანი, რომელსაც სხვისი ბედნიერება ახარებს, ვისაც უყვარს სიცილი, ვისთვისაც არ არსებობს ბოროტება....

- თქვენ ახლა სხვები გისმენენ..

- ჩვენი, როგორც მასწავლებლის ვალი და ვალდებულება სწორედ ის არის, ბავშვებს ვასწავლოთ უანგაროდ სიკეთის კეთება, თავად თუ არ ვართ კეთილები, არ გაგვაჩნია ემპათიის უნარი, ამას მათ ვერასოდეს ვასწავლით. მივცეთ მათ ხარისხიანი განათლება, გვიყვარდეს გულით. ისინი გრძნობენ ამ სიყვარულს. გავზარდოთ ისინი დემოკრატიული ღირებულებებით. ამის შემდგომ ჩვენ მივიღებთ ძლიერ სახელმწიფოს. ძლიერი სახელმწიფო კი ჩვენი არსებობის მუდმივი გარანტიაა.

პროექტში მონაწილე მასწავლებლები არიან - დარიკო მელაძე, ხათუნა დეკანაძე, თამილა დავითაძე, ქეთი დეკანაძე, მოსწავლეები კი ნინი ბოლქვაძე, ლუკა იაკობაძე და მარად ართმელაძე.












კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება