სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

ნახატები, როგორც ძლიერი სასწავლო ინსტრუმენტი - კვლევა 
03-02-2024
-
+


როგორ შეიძლება სწავლების ძლიერი ინსტრუმენტი იყოს ნახატები? - ამ თემაზე ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ჩვენი ტვინის დაახლოებით 50 პროცენტი ან მეტი ეთმობა ვიზუალური ინფორმაციის ინტერპრეტაციას და რომ ჩვენს ტვინს შეუძლია ვიზუალური სურათებიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოცნობა დაახლოებით 13 მილიწამში, ეს განსაკუთრებით ეხება მოსწავლეებს, რომლებიც ავარჯიშებენ თავიანთ ტვინს ვიზუალურ ნიშნებზე ფოკუსირებით და ასობით სურათის თვალიერებით.

ფრაზა „სურათი ათასი სიტყვა ღირს“, იმიტომ არის ზუსტი, რომ ადამიანის ტვინი საოცარია ვიზუალური ინფორმაციის აღებისა და ინტერპრეტაციის თვალსაზრისით. მკვლევარების თქმით, ჩვენ უფრო ნათლად გვესმის საგნები და უფრო დიდხანს ვინახავთ ინფორმაციას, როდესაც ვცდილობთ მის დახატვას . სწორედ ამიტომ შეგვიძლია შევხედოთ ხატვას, როგორც სწავლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.

როგორც კვლევებმა აჩვენა, ხატვა მოსწავლეებს საკითხის აღქმაში განსაკუთრებით ეხმარება, ჯერ ის რომ კონკრეტული თემა აღიქვან, შემდეგ ეს ნახატად აქციონ, ცხადია აქ მაღალ მხატვრულ სტანდარტებს არავინ ითხოვს, ამის შემდეგ კი დააკვირდნენ ნამუშევარს, მეხსიერებაში საკმაოდ ღრმად ლექავს საკითხს.

აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი ძალიან გამართლებულია კონკრეტული მეცნიერების შესწავლისას, ამაზე მეცნიერი სელიმ თლილი საუბრობს: „მოსწავლეებს სასწავლო წლის დასაწყისში ვეუბნები, რომ მეცნიერება აღწერითი დისციპლინაა. მეცნიერის მიზანია დაინახოს ფენომენები და შეეცადოს ზუსტად გადმოსცეს ის, რასაც ვაკვირდებით. მსოფლიოში არის უამრავი სილამაზე, რომელსაც ჩვენ იშვიათად ვხედავთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს ჩვეულებრივია და იშვიათად ვამჩნევთ“.

ის გვიზიარებს 4 გზას ხატვის უნარების გასაუმჯობესებლად:

1. შეხედეთ ობიექტს და არა თქვენს ნახატს. თუ დააკვირდებით ობიექტს, თქვენი ტვინი საოცარ საქმეს შეასრულებს ხელის მართვაში მინიმალური ძალისხმევით.

2. მოძებნეთ დიდი სურათის გეომეტრიული ფორმები. ყველა სურათი შეიძლება დაიყოს ფუნდამენტურ გეომეტრიულ ფორმებად. როდესაც ჩვენ ვხედავთ ამ დიდ სურათს, ბევრად უფრო ადვილი ხდება რაღაცის დახატვა. მაგალითად, ფრინველის დახატვა დაიწყეთ მისი წვერისა და ფრთების სამკუთხედებით და თავის, თვალებისა და სხეულის ოვალებით

3. დახაზეთ კონტური და არ გაამახვილოთ ყურადღება დეტალებზე. ადამიანები ხშირად ცდილობენ სრულყოფილად დახატონ პატარა დეტალები, ნაცვლად იმისა, რომ შეეცადონ გამოსახულების არსი. ეს ჰგავს სრულყოფილი წინადადების დაწერის მცდელობას, როცა ჯერ არ იცი, რაზე წერ – ეს არ გამოდგება, რადგან დეტალებს აზრი აქვს მხოლოდ მთლიანი ნაწარმოების კონტექსტში.

4. თუ „ხატვა“ გაშინებთ, გახსოვდეთ, რომ მიზანი არ არის კარგი ხელოვანი გახდე; უბრალოდ ეს იქნება გზა სცადოთ ახალი მიდგომა სწავლისთვის. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება