მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კონი ჰამილტონი პედაგოგებს სთავაზობს ტექნიკას - „საათობრივი მეწყვილე“, რაც ნიშნავს თანამშორომლობას განსაზღვრულ გაკვეთილებზე, დავალებებზე, თემაზე. ამასთან, მეწყვილეთა ნაწილს მოსწავლეები დამოუკიდებლად ეძებენ, ნაწილს კი პედაგოგები ურჩევენ.
უფროსკლასელებისთვის შესაძლებელია წყვილების განსხვავებული პრინციპით შერჩევა: მაგალითად, ინტერესებით, ძლიერი ან სუსტი მხარეებით ან საგნის ცოდნის ერთნაირი დონით.
ჩამოაყალიბეთ სხვადასხვა სიდიდის ჯგუფები
სტანდარტული პრაქტიკა მოსწავლეთა თანაბარი სიდიდის გუნდებად დაჯგუფებას გულისხმობს. მაგრამ კონი ჰამილტონი მასწავლებლებს სთავაზობს, აქტივობებში, სადაც დაშვებულია მოქნილობა, აღნიშნული წესი შეცვალონ.
მაგალითად, დიდი კლასის დაყოფა შესაძლებელია რადენიმე 4-5-კაციან ჯგუფად, ასევე რამდენიმე წყვილის შერჩევა, ნაწილისთვის კი ინდივიდუალური მუშაობის შეთავაზება. ასეთ დროს, მისასალმებელია ვარირება: სტრუქტურიდან გამომდინარე, დავალება შეიძლება გამარტივდეს ან გართულდეს.
განსაზღვრეთ არა მხოლოდ ჯგუფის შემადგენლობა, არამედ როლები
ჯგუფში მუშაობის ეფექტურობა დამოკიდებულია, იმაზე თუ როგორ არის განაწილებული მონაწილეთა როლები, ამიტომ ამ ამოცანის საკუთარ თავზე აღება მოგიწევთ. მაგალითად, წყვილებში შეგიძლიათ განსაზღვროთ ვინ იქნება მსმენელი და ვინ კომენტატორი, შემდეგ კი როლები გაცვალონ. ასეთ დროს მონაწილეები სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან და ნამდვილად მოუსმენენ ერთმანეთს. მსგავსი პრინციპის გამეორება შესაძლებელია ჯგუფებშიც.
მნიშვნელოვანია პრაქტიკა
როლების გადანაწილება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მოსწავლეებმა ყველაფერი გაიგეს. სანამ შესთავაზებთ დამოუკიდებლად მუშაობას, უკეთესია რეპეტიცია ჩაატაროთ. ამისთვის ექსპერტი მასწავლებლებს სთავაზობს მინი-აქტივობის მოწყობას, სადაც მოსწავლეები პედაგოგის ხელმძღვანელობით წაივარჯიშებენ.
ასეთ დროს შესაძლებელია მოსწავლეების მცირე გუნდებად განაწილება, სადაც რიგ-რიგობით ამა თუ იმ როლს შეასრულებენ - მაგალითად, მოპასუხის ან შემჯამებლის. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა როგორც როლების, ისე განხილვის ალგორითმის წინასწარ მოფიქრება. სასურველია, რომ ყველას ჰქონდეს აზრის გამოთქმის და დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა.
მოერიდეთ ადმინისტრაციულ როლებს
მასწავლებლებს არცთუ იშვიათად სურვილი უჩნდებათ დანიშნონ პასუხისმგებელი პირები - მაგალითად, ვინც გააკონტროლებს დროს, წესებს, - სამუშაოსთვის საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობას. თუმცა, „გუნდის კაპიტნის“ როლმაც კი ხელი არ უნდა შეუშალოს მოსწავლეს სამუშაოს შესრულებაში,
ექსპერტი პედაგოგებს ურჩევს ადმინისტრაციული ფუნქციების გადანაწილებას: ერთი თვალყურს ადევნებს დროს, სხვა დავალების შესრულების შემდეგ თაბახის ფურცლებს აგროვებს. მაგრამ, ამასთან, ყველა უნდა ჩერთოს, ძირითად, ანუ კოგნიტურ მუშაობაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაიგეთ, რომელი საჯარო და კერძო სკოლებია ავტორიზებული
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა
საზეიმოდ გმოწყობილმა მოსწვალეებმა სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი სანახაობა აჩუქეს და 2025 წელი საუკეთესო სურვილებით მიულოცეს
საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს...
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას