სიახლეები
წიგნები

მხატვრული ლიტერატურის 10 ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი ნაწარმოები
12-06-2018
-
+


მწერლებმა, კრიტიკოსებმა და აკადემიკოსებმა მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი მხატვრული ნაწარმოებები დაასახელეს. 

გამოკითხვაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად 10 ნაწარმოები შეარჩიეს. 

გამოკითხვის შედეგები და განმარტებები BBC-მ გამოაქვეყნა. 

1. „ოდისეა“ (ჰომეროსი, ძვ.წ VIII ს.)

ჰომეროსის ეპიკური პოემა ამ სიაში პირველ ადგილს იკავებს. რატომაა ის პირველ ადგილზე? ამ კითხვაზე მწერალი და ტელეწამყვანი ნატალი ჰეინესი ასე პასუხობს: „იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე ფუნდამენტური მითი დასავლეთის კულტურის შესახებ. იმიტომ, რომ ის პასუხობს კითხვას, თუ რას ნიშნავს გმირობა. იმიტომ, რომ აქ ყველაზე გამორჩეული ქალი პერსონაჟებია, მამაკაცებთან ერთად. იმიტომ, რომ ის სავსეა ღმერთებით და ეპიკურობით და იმიტომ, რომ ის გვაჩვენებს, თუ რას ნიშნავს მოგზაურობა, ეჭვი და სახლში დაბრუნება“. 

2. „ბიძია თომას ქოხი“ (ჰარიეტ ბიჩერ სტოუ, 1852) 

ბიჩერ სტოუს რომანმა სიაში მეორე ადგილი დაისაკუთრა. ის გახდა საუკუნის ყველაზე პოპულარული წიგნი, როგორც ამერიკაში, ასევე მთელ მსოფლიოში. მან შეცვალა მონობაზე წარმოდგენა. ის იყო პირველი ნაწარმოები, რომელმაც ასე ღიად აღწერა მონობა, ადამიანთა ექსპულატაცია, ინტენსიური პატრიარქატი და დაგვანახა ფემინიზმის საჭიროება. წიგნზე საუბრისას რედაქტორი ჯენი ბოტი აღნიშნავს, რომ რთულია იპოვო ასეთი წიგნი თანამედროვე ლიტერატურაში, რომელმაც ასეთი ზეგავლენა მოახდინა მსოფლიოზე. 

3. „ფრანკენშტეინი“ (მარი შელი, 1818) 

„მერი შელის რომანს წელს გამოქვეყნებიდან 200 წელი უსრულდება. ესაა ყველაზე ტიპური ისტორია თანამედროვე სამყაროზე“ - ამბობს თანამედროვე ლიტერატურის პროფესორი როჯერ ლაკხერსტი. რომანის გავლენა ლიტერატურისა და კულტურის თვალსაზრისით, იმდენად დიდია, რომ „ფრანკენშტეინმა“ მეცნიერებაზეც კი მოახდინა გავლენა. ესაა ლიტერატურისა და მეცნიერების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში, ხოლო მონსტრის სახე კი ყველაზე დიდ მეტაფორას ატარებს თავისთავში, რაც კი ამქვეყნად არსებობს. 

4. „1984“ (ჯორჯ ორუელი, 1949) 


„რატომ? რადგან ის ჭეშმარიტია ტოტალიტარიზმისა და ადამიანის ისტორიის შესახებ“ - ამბობს კრიტიკოსი ალექს კლარკი. ნოველისტი და მიმომხილველი რებეკა სტეინიცი კი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ იჩინა თავი წლების მერე წიგნში აღწერილმა სიუჟეტმა ტოტალიტარიზმის, ტექნოლოგიებისა და  სათვალთვალო ტექნიკის უკიდეგანო გამოყენების შესახებ თანამედროვე სამყაროში. ესაა ისტორია მომავალზე და იმ ადამიანებზე, რომლებსაც სურთ, რომ ძალაუფლებას წინააღმდეგობა გაუწიონ. 

5. „და მოვა განადგურება“ (ჩინუა აჩებე, 1958)

კოლონიზაცია, ნიგერია, აფრიკა - ნიგერიელი მწერლის წიგნში შავ კონტინენტზე ევროპელთა პირველ გამოჩენაზე წაიკითხავთ. რომანი ყველაზე წაკითხვად წიგნადაა მიჩნეული აფრიკელ მწერლებს შორის. „რომანმა აჩვენა მსოფლიოს, თუ როგორ გამოიყურება აფრიკა, როცა არ განიცდის ევროპელთა მარწუხებს, არ გამოიყურება, როგორც კონსერვი და არის ცოცხალი ორგანიზმი“ - ამბობს ნიგერიელი აკადემიკოსი აინეი ედორო-გლინესი. ჩინუა აჩებეს წიგნი ქართულად ჯერჯერობით ნათარგმნი არაა. 

6. „ათას ერთი ღამე“ (სხვადასხვა ავტორი, VIII-XVIII სს) 

„ათას ერთი ღამე“ საუკეთესო ნიმუშია იმისა, თუ როგორ იქმნება ამბავი მუდმივი მუშაობით. „ამ ისტორიების ბევრი ციტატა და პერსონაჟი გახდა მსოფლიო ყველა ენისთვის ნაცნობი“ - აღნიშნა მწერალმა და ნოველისტმა ახდაფ სუიფმა. მეფე შაფრიარისთვის მოყოლილმა ზღაპრებმა მსოფლიოს კლასიკური რომანი დაუტოვა, შეჰერაზადას გამბედაობა და გონიერება კი ყოველთვის იწვევს მკითხველში აღფრთოვანებას. „შეჰერაზადას ხმა ქმნის ქალის დივერსიულ ხმას, რომლისთვისაც საკუთარი ხმოვანება გადარჩენის ერთადერთი გზაა“ (ლენა მერეი, ლიბანელი მსახიობი) 

7. „დონ კიხოტი“ (მიგელ დე სერვანტესი, 1605-1615) 


ბევრი მიიჩნევს, რომ „დონ კიხოტი“ არის მსოფლიოში ყველაზე პირველი რომანი. ის ორ ნაწილად გამოიცა 1605 და 1615 წლებში. ამბავი დონ კიხოტისა და სანჩო პანსას შესახებ კომიკური სიბრძნეა, რომელსაც დრო ვერაფერს უზამს, რადგან წიგნის იდეა და ხასიათები ყოველთვის აქტუალურია. 

8. „ჰამლეტი“ (უილიამ შექსპირი, 1603) 

გასაკვირია, რომ იმ ავტორის ნაწარმოები, რომელიც 100 ყველაზე პოპულარულ მწერალთა სამეულშია, ამ გამოკითხვაში მერვე ადგილს იკავებს. რატომ მოხდა ასე? „ჩვენ ჰამლეტის სიღრმეებში შევდივართ და ილუზიებიდან გამოვდივართ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ჩვენ ვუყურებთ მსახიობებს, რომლებიც იძულებულნი არიან გადარჩნენ. უბრალოდ, რამდენიმე სხვა სიუჟეტმა უფრო ღრმად დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო კულტურაში და ჩვენს გონებასაც დაამჩნია კვალი“ - განმარტა ბრიტანელმა ავტორმა და კრიტიკოსმა ადამ ტორპმა. 

9. „მარტოობის 100 წელი“ (გაბრიელ გარსია მარკესი, 1967)

„ზუსტად ეს წიგნი იყო პირველი ლათინურ ამერიკაში - ამბობს ჟურნალისტი ოსკარ კონდარდო - არ აქვს მნიშვნელობა საიდან ვიყავით, ჩილედან, კოლუმბიიდან თუ პერუდან. ჩვენ ყოველთვის მაკონდოს მოქალაქე ვიყავით დანარჩენი მსოფლიოსთვის“. არცაა გასაკვირი, რომ რომანმა უდიდესი გავლენა მოახდინა ლათინოამერიკელი მწერლების განვითარებასა და შემოქმედებაზე. მსოფლიოს მაჯისცემა სამხრეთ ამერიკაში ისმოდა და გაბრიელ გარსია მარკესი ნამდვილი აღმოჩენა იყო. 

10. „ილიადა“ (ჰომეროსი, ძვ.წ VIII ს.) 

პოემა ომებზე, ღმერთებზე, მამაკაცების ბრძოლაზე, ჯარისკაცებზე, გმირებზე და არა მხოლოდ ეს. „ამ ნაწარმოებმა უდიდესი გავლენა მოახდინა ისტორიაზე, მან გაგვაცნო ოლიმპოელი ღმერთები, წარმოგვიდგინა ალექსანდრე მაკედონელი და ომის ტრაგიკული ხედვა“ - აღნიშნა მთარგმნელმა კეროლაინ ალექსანდერმა. „ილიადა“ - ესაა ომი შურისა და რისხვისა, ზღაპარი შურისძიებისა და 10 წლიანი ისტორია ადამიანთა ცხოვრების შესახებ. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სკოლების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კონკურსი გამოცხადდა - ვადები და დეტალები

ცვლილება საბაზო-საშუალო საფეხურის პედაგოგებისთვის - დამტკიცდა განათლების დაროგობრივი მახასიათებელი

გამოცდის საფასური 100 ლარია - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხეს სადღესასწაულო დატვირთვა აქვს, ადამიანების ნაწილს, მისი მორთვა ან ძალიან ეზარება, ან უსარგებლო დეკორაციად მიაჩნია

როდის დავდგათ ნაძვის ხე - ჩაინიშნეთ ბედნიერების მომტანი დღეები

სიახლეები
საზოგადოება