სიახლეები
სკოლები

„ჩვენ ვცდილობთ ინოვაციების დანერგვასა და რობოტექნიკის კლუბის დაფუძნებას“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა 
02-02-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სწავლებისას თანამედროვე მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

„ჩვენ ვცდილობთ ინოვაციების დანერგვას წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში და რობოტექნიკის კლუბის დაფუძნებას“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც ამ მიზნით, პირველ თებერვალს სკოლაში მიიწვიეს -  pascal steam community. 

საზოგადოების წარმომადგენელმა - ირაკლი ცირეკიძემ საინტერესო პრეზენტაციები ჩაუტარა სკოლის მოსწავლეებს.

„წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გავაცანი ჩვენი პროგრამა - „ბავშვები რობოტექნიკის გაკვეთილებით“, ძალიან დაინტერესდნენ და სიმართლე გითხრათ, გაკვირვებულიც კი დავრჩი მათი ცოდნითა და ჩართულობით. კითხვები დეტალური, კონკრეტული და საინტერესო იყო, რაც საკმაოდ იშვიათია. პატარებიც კი ძალიან დახვეწილად გადმოსცემდნენ აზრს. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ყოჩაღი ახალგაზრდობა გვეზრდება წყალტუბოში. დიდი მადლობა თითოეულ პედაგოგს, განსაკუთრებით სკოლის დირექტორს - ქალბატონ ფაქიზო ფანჩულიძეს“,- აღნიშნავს ირაკლი ცირეკიძე.

აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში კარგად ესმით თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის თანამედროვე მსოფლიოს მოთხვნებს მორგებული უნარ-ჩვევების გამომუშავება, შესაბამისად საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებასა და სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ჩართულობას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება