TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

საქართველოში, 2023 წელს, 56 ბავშვი გაშვილდა, აყვანის მსურველი კი 1975 პირი იყო
02-02-2024
-
+


საქართველოში, 2023 წელს, 56 ბავშვი გაშვილდა, მათ შორის, 4 განსხვავებული საჭიროებების მქონე.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტატისტიკური ინფორმაციით, 2023 წლის მონაცემების მიხედვით, გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვთა რაოდენობა 146 იყო, მათ შორის, განსხვავებული საჭიროებების მქონე 113 ბავშვია. ამავე წელს ბავშვის აყვანა 1 975 პირს სურდა.

რაც შეეხება 2022 წელს, სტატისტიკაზე დაყრდნობით, ქვეყანაში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 154 ბავშვი იყო, მათ შორის 109 განსხვავებული საჭიროებების მქონე. მათგან 60 ბავშვი გაშვილდა, რომელთაგან 2 განსხვავებული საჭიროებების მქონე იყო. მშვილებელ პირთა რაოდენობა კი 2239 იყო.

2020-2023 წლების მონაცემებით, მშვილებელ პირთა და გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვთა რაოდენობა ყველაზე მეტი 2020 წელს იყო. ამ წელს ბავშვის აყვანა 2555 პირს სურდა, ხოლო გასაშვილებელი სტატუსი 196 ბავშვს ჰქონდა, მათ შორის, 140 განსხვავებული საჭიროების მქონე იყო. იმავე წელს, 34 ბავშვი გაშვილდა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება