სიახლეები
სკოლები

მაწიმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნატო ჯავახიას ხელმძღვანელობით, ქართულ და ინგლისურ ენებზე საახალწლო ზღაპარი შექმნეს
02-02-2024
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

მაწიმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა - ნატო ჯავახიამ და ამავე სკოლის მე-10, მე-6 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს Key Consulting-ის ორგანიზებულ „სკოლების დამეგობრების პროექტში“ და ქართულ და ინგლისურ ენებზე საახალწლო ზღაპარი შექმნეს.

მოსწავლეები და მასწავლებელი, ასევე, საქართველოს მასშტაბით ჩართულ 13 სკოლასთან ერთად, მონაწილეეობდნენ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ყველა აქტივობაში.

სკოლაში საგანმანათლებლო ორგანიზაციას წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობას უხდიან. 

„მადლობა, Key Consulting-ს ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის. სკოლის დირექციას, მშობლებს და განსაკუთრებული მადლობა პროექტში ჩართულ ბავშვებს“,- აღნიშნავს პედაგოგი ნატო ჯავახია. 

იხილეთ ელექტრონული წიგნი

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება