სიახლეები
სიახლეები

საბავშვო ბაღებში სპეციალისტთა შერჩევა დაიწყო - ვადები და დეტალები
02-02-2024
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცხადდება კონკურსი ბაღების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა შესარჩევად.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ რომ კონკურსი 2024 წლის 1-ელი თებერვლიდან 2024 წლის 27 ივნისის ჩათვლით წარიმართება; რაც შეეხება საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტს უნდა ჰქონდეს აკადემიური უმაღლესი განათლება (სასურველია განათლების ადმინისტრირების ან ბიზნესის ადმინისტრირების ან საჯარო მმართველობის ან განათლების მეცნიერებების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);

ასევე ევალება ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისად, ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ფუქნციონირების, მასში მიმდინარე პროცესების და სპეციფიკის ცოდნა ან/და განათლების სფეროში ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების და სპეციფიკის ცოდნა, რაც დასტურდება ბოლო 10 წლის განმავლობაში არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილებით შესაბამის სფეროში.

სავალდებულოა ქართულ ენაზე გრამატიკულად გამართული წერა და მეტყველება, წერილობითი ანგარიშის შედგენის, დასაბუთებული რეკომენდაციების ჩამოყალიბებისა დაპოზიციის დაცვის უზრუნველსაყოფად; ასევე სასურველია უცხო ენის - ინგლისური, სომხური, აზერბაიჯანული - ფლობა;

განაცხადის წარდგენა კანდიდატს 23 თებერვლის ჩათვლით შეეძლება; განაცხადების გადარჩევა - 22 მარტის ჩათვლით მოხდება, კანდიდატთა შეფასება (ტესტირება) - 12 აპრილის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია სრულად იხილეთ ბმულზე.




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება