სიახლეები
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს 
02-02-2024
-
+


1-ელ თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა. ამ დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში.

წიგნიერების დღესასწაულს შეუერთდნენ სკოლის V კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი - შორენა ბუიღლიშვილი).

ბავშვები დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლის ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ და სხვადასხვა მწერლის საყვარელი ნაწარმოებებიდან მცირე მონაკვეთი ხმამაღლა წაიკითხეს.

სკოლის ბიბლიოთეკარი, თეონა ჯანელიძე მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა და დაარსების ისტორია გააცნო. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ქვეყანაში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 1-ელ თებერვალს უკვე მეცხრედ აღინიშნება.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება