სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეებმა ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღეს პრეზენტაციები მიუძღვნეს
02-02-2024
-
+


2 თებერვალი მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღეა. ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის (დამრიგებელი: დ.ხაჩიძე) და მე-10 კლასის ( დამრიგებელი: ლ.მანდარია) მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომელიც მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას ჭარბტენიანი ტერიტორიებისა და მნიშვნელობის შესახებ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველასთვის ცნობილი გახდა თუ რაოდენ უნიკალური საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიებია საქართველოში.

მოსწავლეებმა ისაუბრეს აღნიშნული ტერიტორიების სასიცოცხლო როლზე, ასევე ეკონომიურ, სამეცნიერო, კულტურულ და რეკრეაციულ მნიშვნელობაზე.

პრეზენტაციას შემუერთდნენ სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე და სასწავლო ნაწილი დალი სილაგაძე.

„მათი თანხმობით, წლის ბოლოსათვის დავგეგმეთ კოლხეთის ეროვნული პარკის მონახულება, რაც ძალზე გააფართოებს ჭარბტენიანი ტერიტორიების მიმართ თვალსაწიერს“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

რამსარის კონვენციის ხელმოწერის თარიღის მიხედვით, ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 2 თებერვალს აღინიშნება. კონვენცია, ჭარბტენიანი ტერიტორიების შენარჩუნების მიზნით, 1971 წელს ირანის ქალაქ რამსარში მიიღეს. საქართველო რამსარის კონვენციას 1996 წელს შეუერთდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება