მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა წარჩინებული სტუდენტებისთვის, ერუდირებული ახალგაზრდებისთვის, მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისთვის ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის პირობები.
აღსანიშნავია, რომ წახალისება გაიცემა იმ წარჩინებულ სტუდენტებზე, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მიმართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 წლის განმავლობაში.
რაც შეეხება დაფინანსებას, სტუდენტები, რომელთა მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით საბაკალავრო პროგრამაზე ((A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა) დაფინანსდებიან ყოველთვიურად 100 ლარით, ((B) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების (81-90 ქულა) შემთხვევაში ყოველთვიურად 50 ლარით.მაგისტრანტები კი 100-150 ლარით.
ასევე სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ რეზიდენტურის პროგრამაზე დაფინანსდებიან სასწავლო სემესტრის დასრულების შემდგომ 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ორი წლის განმავლობაში. ხოლო სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის განსაზღვრულია 1500 ლარის ოდენობით სამი წლის განმავლობაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებელია საზომი, რა დონის განათლება გვექნება სკოლებში“
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა ისაუბრეს აღდგომის არსზე, სააღდგომო ტრადიციებზე