მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
როგორც სკოლის დირექტორი ბარბარა ბოუენი განმარტავს, ღია სივრცის აკუსტიკა საშუალებას არ იძლეოდა მასში ერთდორულად ასობით მოსწავლე ყოფილიყო. ყველამ ვერ შეძლო ხმაურიან შენობაში კონცენტრირება და კომფორტულად სწავლა. შედეგად მოსწავლე-მასწავლებლებს უხდებოდათ რეგულარულად ქუჩაში გასვლა - მაგალითად, მცირე ჯგუფებად სამუშაოდ ან უბრალოდ გასამარტოვებლად.
ამავე დროს, ბარბარა ბოუენი, ისევე როგორც სხვა სკოლების ხელმძღვანელები, თვლის, რომ არიან მოსწავლეები, რომელთაც ასეთი გარემო მოსწონთ. დირექტორების აზრით, რადგან არიან ბავშვები, რომლებიც ღია დაგეგმარების სკოლებში წარმატებით სწავლობენ, სკოლებმა მიდგომის ელემენტები უნდა შეინარჩუნონ.
როგორ გაჩნდა ღია საგანმანათლებლო სივრცის იდეა?
ღია საგანმანათლებლო სივრცის აქტიური მომხრეებიც კი თვლიან, რომ კლასებს უფრო კლასიკური ფორმა უნდა ჰქონდეს - საჭიროების შემთხვევაში, ტრანსფორმირების შესაძლებლობით. საინტერესოა, რატომ დაინერგა ახალ ზელანდიაში მიდგომა ასე მასიურად?
საქმე ის არის, რომ ღია კლასები იყო ნაბიჯი უფრო ღრმა ცვლილებებისკენ – მოსწავლეზე ორიენტირებული, კონსტრუქტივისტული განათლებისკენ. ტრადიციული სწავლებისგან განსხვავებით, კონსტრუქტივისტული ორიენტირებულია არა მზა ცოდნის გაცემაზე, არამედ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. გაკვეთილები კი აგებულია მოსწავლეთა კითხვებსა და პასუხებზე. მასწავლებელი მოსწავლესთან აწარმოებს დიალოგს, ბავშვები კი ხშირად მუშაობენ ჯგუფებში. ითვლება, რომ კლასის ღია ფორმატით მოწყობა ამ მოდელით სწავლებას უწყობს ხელს.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი ზელანდიის სკოლები სტანდარტული გეგმარების კლასებს უბრუნდებიან, უარს არ ამბობენ, სივრცე მეცადინეობების ნაწილისთვის მაინც გახსნან. ნათელია, რომ სწავლების პროგრესიულ მიდგომებზე მასწავლებლები უარს არ იტყვიან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება
საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ