სიახლეები
სკოლები

„ემუქრება თუ არა დედამიწას​ გაუდაბნოება?“- ჩაისუბნის N2 სკოლის ეკოკლუბ „ექვილიბრიუმის“ წევრებმა ეკოლოგიურ პრობლემებზე იმსჯელეს
05-02-2024
-
+


„არაფორმალური განათლება მიზნად ისახავს მოსწავლის უნარ-ჩვევების, ღირებულებების, შესაძლებლობების განვითარებასა და ჩამოყალიბებას არაფორმალურ, ბუნებრივ პირობებში, სადაც მათ ექმნებათ შესაძლებლობა იმოქმედონ და ისწავლონ საკუთარი შესაძლებლობების და ინტერესების შესაბამისად. ასევე - იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რომლებიც ცხოვრებაში სხვადასხვა სიტუაციაში გამოადგებათ“,- გვეუბნებიან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში და დასძენენენ, რომ სკოლის ეკოკლუბ „ექვილიბრიუმის“ მუშაობაც სწორედ ზემოთ აღნიშნულ მიზნებს ემსახურება.

ახლახან, სკოლაში მოეწყო ეკოკლუბელთა მორიგი შეხვედრა, სადაც კლუბის წევრებმა მოამზადეს და წარადგინეს პრეზენტაციები თემაზე - „ემუქრება თუ არა დედამიწას უდაბნოდ გადაქცევა?“.  

მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ გაუდაბნოება დღეს მთელი მსოფლიოს საერთო ეკოლოგიური პრობლემაა, ასევე იმსჯელეს მიზეზებზე თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს გაუდაბნოება. მაგალითად: ტყეების გაჩეხვამ, მინდვრების გადაწვამ, არასწორმა მორწყვამ, დამლაშებამ, გადაძოვებამ და ასე შემდეგ.

პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებმა გაამახვილეს ყურადღება ამ პრობლემების თავიდან აცილების გზებზე და აღნიშნეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია - ბალახის დარგვა, ტყეების გაშენება, მიწების დამუშავების პროცესის შეწყვეტა, განსაკუთრებით იმ მხარეში, სადაც გაუდაბნოების პროცესი მიმდინარეობს, ასევე მიწების დაცვა გადაძოვებისგან ხელს შეუშლის ნიადაგის დეგრადაციას და
პლანეტის უდაბნოდ გადაქცევას.

მოსწავლეებმა შეაფასეს პრეზენტაციები, ერთმანეთის დაუსვეს კითხვები და გასცეს ამომწურავი პასუხები.

საბოლოოდ კი გამოიტანეს დასკვნა, რომ დედამიწაზე ერთად უნდა ვიზრუნოთ და დავიცვათ გაუდაბნოებისგან. 

კლუბის კურატორი ბუნებისმეტყველების მასწავლებელი - ხათუნა უსტიაშვილი გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება