სიახლეები
სიახლეები

19 ცვლილება, რომელიც სკოლებში დაინერგება - რა წერია პრემიერობის კანდიდატის პროგრამაში
05-02-2024
-
+


საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამა წარადგინა, სადაც საუბარია იმ ღონისძიებებზე, რომელიც ზოგადი განათლების მიმართულებით გატარდება. საუბარია 19 ცვლილებაზე:

მნიშვნელოვნად გაფართოვდება სისტემის დეცენტრალიზაცია, გაიზრდება სკოლების ავტონომიურობის ხარისხი, რესურსცენტრების როლი და შეიქმნება სკოლების მხარდამჭერი ძლიერი სისტემური მექანიზმები.

უპრეცედენტოდ გაიზარდა და მომავალშიც გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება; სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით, შეიცვლება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა და მნიშვნელოვნად გაიზრდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება.

განახლდება მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი, განხორციელდება მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებები, მათი პროფესიული საჭიროებების შესაბამისად.

შემუშავდება და დაინერგება სკოლების მართვისა და დაფინანსების დიფერენცირებული მოდელები.

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით გაგრძელდება საჯარო სკოლების ავტორიზაცია.

გაგრძელდება ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმისა და შესაბამისი სასწავლო რესურსების შექმნა და განვითარება, შემუშავდება საშუალო საფეხურის ახალი კონცეფცია; დაინერგება ფართომასშტაბიანი სასკოლო შეფასების სისტემა; გაგრძელდება ელექტრონული რესურსების განვითარება.

გაგრძელდება სახელმძღვანელოების განახლებისა და ახალი სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი.

დაიწყება აკადემიური შედეგების სადიაგნოსტიკო შეფასებები, რაც გულისხმობს სკოლის ანგარიშვალდებულებას ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სწავლის შედეგებთან მიმართებით.

დაიწყება სკოლის საშუალო საფეხურიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანზიციის ახალ მოდელზე მუშაობა.

მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება ინკლუზიური განათლების კომპონენტების დანერგვა სსსმ/შშმ პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მათზე მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვისათვის.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში შეიქმნება ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურების მაკოორდინირებელი სტრუქტურული ერთეული. განხორციელდება ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის ტრანსფორმაცია ფსიქო-საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებისა და კონსულტირების გუნდად.

ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერის მიზნით, ყველა არაქართულენოვან საჯარო სკოლაში დაინერგება ბილინგვური განათლება, გაძლიერდება როგორც მათი მშობლიური ენის, ასევე სახელმწიფო ენის სწავლა-სწავლება.

დაიხვეწება განათლების მიღმა დარჩენილი პირების იდენტიფიცირების არსებული მექანიზმები და მათი სასწავლო პროცესში ინტეგრაციის მიზნით განახლდება ალტერნატიული კურიკულუმები ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

უცხოეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის გაგრძელდება ქართული ენის დისტანციური სწავლების მრავალფეროვანი კურსების შეთავაზება.

სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, გაუმჯობესდება პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების, ასევე ფსიქო-სოციალური მომსახურების მიღების მოქნილი და შედეგებზე ორიენტირებული მექანიზმები, გაიზრდება მანდატურის სამსახურის მომსახურებით მოსარგებლე საჯარო სკოლების რაოდენობა. განხორციელდება სკოლებში აღდგენითი ურთიერთობების მიდგომების დანერგვა „პროცესზე ორიენტირებული უსაფრთხო სკოლის“ მოდელის განვითარებისათვის, რომლის
ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სასკოლო მედიაცია წარმოადგენს. განხორციელდება მანდატურების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების, ასევე უსაფრთხოების დაცვაზე უფლებამოსილი პირების გადამზადების პროგრამები.

კიბერუსაფრთხოების სფეროში გაგრძელდება ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად.

სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, უკვე დაწყებულია სკოლების მასშტაბური მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი. ამჟამად მიმდინარეობს 250 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი.

გაგრძელდება ევროკომისიისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროექტი - „საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა“. სკოლა ოფიციალურად 2024 წლის შემოდგომაზე გაიხსნება.

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, მუშაობა გაგრძელდება სასკოლო კვების პროგრამის კონცეფციაზე.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ფიზიკაში ევროპის ოლიმპიადას (EuPhO 2024) წელს საქართველო მასპინძლობს

დამატებით ანაზღაურებას ბაღებში დასაქმებული  3 100 თანამშრომელი მიიღებს

ქიმიის საგამოცდო ტესტები გამოქვეყნდა - NAEC

მასწავლებლების საყურადრებოდ - სამოქალაქო განათლების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

ავტორიზაციის საბჭო 18 სკოლის საკითხს განიხილავს

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N74 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ჯარმელიშვილი პასუხობს
სკოლები

ფარის საჯარო სკოლის დირექტორი გულო ვიბლიანი ერთადერთ კურსდამთავრებულს ეროვნულ გამოცდებზე გულშემატკივრობს

აღსანიშნავია, მეოთხე კლასის გამოსაშვები საღამო

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება