TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

უნდა იყოს თუ არა საკლასო ოთახში კედლის საათი - რა დატვირთვა აქვს მას 
13-02-2024
-
+


საკლასო ოთახში, კედელზე დაკიდებულ საათს იმაზე მეტი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. საათი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია პროდუქტიული და ეფექტური სასწავლო გარემოს შესაქმნელად. დროის მენეჯმენტის, დაგეგმვის, კლასის მენეჯმენტისა და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარების სწავლების მხრივ, ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს კლასში. როგორც მოსწავლეებმა, ასევე მასწავლებლებმა, უნდა იცოდნენ მისი აუცილებლობა და გამოიყენონ კლასში სწავლის, პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად.

ფსიქოლოგები და განათლების სპეციალისტები გამოყოფენ იმ 4 მნიშვნელოვან მიზეზს, რის გამოც აუცილებელია კლასში საათის არსებობა.

დროის მენეჯმენტი

საათები მასწავლებლებს დროის მართვაში ეხმარებათ. მათი მეშვეობით, ისინი თვალყურს ადევნებენ,  თუ რამდენი დრო აქვთ დარჩენილი გაკვეთილის დასრულებამდე ან აქტივობისთვის. ეს მათ ასევე ეხმარება თითოეული დავალებისთვის სწორად გამოჰყონ გარკვეული დრო. მოსწავლეები, როცა საათს ხედავენ და ამჩნევენ, რომ დავალების შესასრულებლად ცოტა დრო აქვთ დარჩენილი მეტად ინდომებენ და დავალებაზე კონცენტრირდებიან.

განრიგი

საკლასო ოთახებში საათები ასევე ეხმარება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დღის განმავლობაში დაიცვან გრაფიკი. დროის ვიზუალური წარმოდგენით, საათებს შეუძლიათ დაეხმარონ მოსწავლეებს წინასწარ განსაზღვრონ, როდის ექნებათ შესვენებები - ლანჩი და სხვა დაგეგმილი აქტივობები. ეს დაეხმარება მოსწავლეებს იყვნენ ორგანიზებული და მაქსიმალურად გამოიყენონ დრო კლასში. 

საკლასო მენეჯმენტი

კლასში კედლის საათის არსებობა ასევე დაგეხმარებათ კლასის მართვაში. მასწავლებლებს შეუძლიათ გამოიყენონ საათი, რათა ჩამოაყალიბონ რუტინები და მოლოდინები. მაგალითად, მათ შეუძლიათ დააწესონ დრო, თუ რამდენ ხანში უნდა დაასრულონ მოსწავლეებმა კონკრეტული დავალება. ეს ხელს შეუწყობს უფრო სტრუქტურირებული და ორგანიზებული სასწავლო გარემოს შექმნას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართულობისა და პროდუქტიულობის გაზრდა.

პასუხისმგებლობა

კლასში, საათს ასევე შეუძლია მოსწავლეებს პასუხისმგებლობისა და დროის მართვის უნარები ასწავლოს. დროის გათვალისწინებით, მოსწავლეებს შეუძლიათ ისწავლონ დროის უფრო ეფექტურად მართვა და გახდნენ უფრო პასუხისმგებელნი, ორიენტირებულნი სწავლაზე. ეს არის მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც აუცილებელია ნებისმიერ კარიერასა ან პირად საქმიანობაში წარმატებისთვის.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება