სიახლეები
ინტერვიუ

„რწმენით გადავრჩით“ - დედა-შვილი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა
23-05-2018
-
+


სამი შვილის დედამ ნათია მირზაშვილმა სულ ცოტა ხნის წინ დიდი გამოცდა გაიარა - 2014 წელს მას ქორეო კარცენომის დიაგნოზი დაუსვეს, რამდენიმე თვეში კი უმცროსი ვაჟის, ლუკას მწვავე ლეიკემიის შესახებ შეიტყო. 

დედა-შვილმა რთული პერიოდი ახლობელთა და კეთილი ადამიანების დახმარებით დასძლია.

დღეს, ნათიას უფროსი შვილი მარიამ ჯავახიშვილი მე-10 კლასში სწავლობს, მეორე გოგონა, ლიკა - მეცხრეში, ხოლო უმცროსი ბიჭი, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა, მე-2 კლასელი ლუკა გახლავთ.

როგორ იბრძოდა შვილთან ერთად ვერაგი დაავადების წინააღმდეგ, ამის შესახებ ნათია მირზაშვილმა Etaloni.ge-სთან ისაუბრა.
 
- ქალბატონო ნათია, ურთულესი პერიოდი გაიარეთ და ეს ისტორია ჩვენი მკითხველისთვის მნიშვნელოვანია, როგორც იმედისა და რწმენის მაგალითი. როდის აღმოჩნდით ამ ძალიან მძიმე დიაგნოზის პირისპირ?

- ქორეო კარცენომის დიაგნოზით ოპერაცია პირველად 2014 წლის 29 აპრილის გავიკეთე. საშინელი მდგომარეობა მქონდა, ფაქტობრივად ყველაფერი ამომაცალეს. მეტასტაზები უკვე ფილტვებზე მქონდა წასული. მესამე სტადია დამიდგინდა. პირველი ქიმია ნიკოლოზობა დღეს გავიკეთე. სულ რვა ქიმია, ანუ რვა თვე დამჭირდა. ბოლოს, როცა შესამოწმებლად კვლავ გადამიღეს, მითხრეს, რომ ყველაფერი კარგად მქონდა და სრულიად ჯანმრთელი ვიყავი. 

- თუმცა, ძალიან მალევე მეორე, უფრო მძიმე დიაგნოზი შეიტყვეთ...

- იმავე წელს, ზუსტად ნიკოლოზობა დღეს, ჩემს უმცროს ბიჭს, ლუკას, მუცელი ასტკივდა. ექიმთან რომ მივიყვანე, მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს...

- ძალიან რთული პერიოდი გქონდათ...

- უკვე ყველაფრის რწმენა მქონდა დაკარგული. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. მე და ჩემმა შვილმა წელიწადი და ორი თვე კლინიკაში ვიცხოვრეთ. 2014 წლის 19 დეკემბერს რომ დავწექით, 2016 წლის 5 იანვარს გამოვედით. ურთულესი პერიოდი იყო. საზღვარგარეთ წასვლაც მოგვიწია სამკურნალოდ. ძალიან კარგი ხალხი დაგვეხმარა - „ცინცაძის ფონდი“, „სოლიდარობის ფონდი“... მათი მადლობელი ვარ. ისინი დღემდე გვეხმარებიან. ლუკამ შემდეგ საკონტროლო თერაპია გაიარა, რომელიც ახლა, თებერვალში დასრულდა და მადლობა ღმერთს, უკვე მხოლოდ წელიწადში ერთხელ დასჭირდება მას სისხლის ანალიზის აღება. დღეს ორივე სრულიად ჯანმრთელები ვართ. 

- უმძიმესი დაავადება დაამარცხეთ. იმ მძიმე დროს ვინ გედგათ გვერდით მორალურად და როგორ იმხნევებდით თავს?

- ახლობლები, მეგობრები, მეზობლები, ჩემი მეუღლე - ყველა ჩვენ გვერდით იყო. არავის არ მივუტოვებივართ. დღეს უკვე ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არ უნდა მოდუნდე, უფლის რწმენა და შემართება არ უნდა დაკარგო. მე ამით გადავრჩი. 

- მიუხედავად მძიმე პერიოდისა, თქვენი შვილები სასწავლო პროცესში წარმატებას აღწევდნენ. ამის ერთ-ერთი მაგალითია, თქვენი უფროსი შვილი მარიამი. მან ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მიიღო მონაწილეობა. როგორ მოახერხეს მათ მხნეობის შენარჩუნება?

- ძალიან კმაყოფილი ვარ და დიდი მადლობა „ეტალონის“ გუნდს ასეთი კარგი პროექტის შექმნისთვის. ვამაყობ ჩემი შვილებით. მარიამი „ეტალონში“ პირველად მონაწილეობდა და მომავალშიც აპირებს ჩაერთოს ამ პროექტში. ჩემმა შვილებმა, რომელთაც დედისა და ძმის ტკივილი ნახეს და არც იცოდნენ, რომელიმე გადავრჩებოდით თუ არა, არ დანებდნენ და სწავლა განაგრძეს. მადლობას ვუხდი მათ და იმედი მაქვს, მეტ წარმატებას მიაღწევენ. არცერთმა არ მიღალატა და სწავლით გული გამიხარეს, თან იმ ფონზე, რომ პედაგოგებთან დამატებით ვერ ვამზადებ. 

როგორია დღეს თქვენი ცხოვრების რეჟიმი და რას ურჩევთ მათ ვინც ამ ეტაპს ახლა გადის?

- ლუკას განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვუთმობ. ცეკვაზე დამყავს, რადგან მას ეს ძალიან უყვარს. მე და მისი მასწავლებელი ერთად ვაკონტროლებთ, რომ არ დაიღალოს. ყველაფერს მიირთმევს, ჩვეული რეჟიმით ცხოვრობს. სრულიად ჯანმრთელი შვილის დედა ვარ. როცა ჩემები ტიროდნენ, მათ ვეუბნებოდი, რომ კარგად ვიქნებოდით. ლუკას დიაგნოზი, რომ გავიგე თავიდან გავგიჟდი, ამ ქვეყნად აღარაფერი მინდოდა, მაგრამ შემდეგ მებრძოლი დედები ვნახე, რომლებიც მამხნევებდნენ. ვერც წარმოვიდგენდი, რომ შემდეგ მე გავხდებოდი მათი მსგავსი და მე გავამხნევებდი სხვას. ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ყველაფერში ჩემს ძვირფას ექიმებს - ნინო წოწოლაშვილს და გულიკო ქორელიშვილს, რომელთაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება