სიახლეები
სკოლები

„ერთად ვიზრუნოთ მომავალი თაობის ციფრულ უსაფრთხოებაზე!“ - ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა კლასის საათი კიბერუსაფრთხოებას მიეძღვნა
05-02-2024
-
+


მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა კლასის საათი ინტერნეტ საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მიეძღვნა. 

კლასის საათის თემა იყო - „ერთად ვიზრუნოთ მომავალი თაობის ციფრულ უსაფრთხოებაზე“ და მას ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მე-5 კლასის დამრიგებელი ირინე კუჭავა ხელმძღვანელობდა. 

როგორც პედაგოგი გვეუბნება, ინტერნეტი და კომპიუტერი 21-ე საუკუნის ადამიანის განუყოფელი ნაწილია. დიდია ინტერნეტის გავლენა ბავშვებზე, ამიტომაც სკოლა და მშობლები ერთობლივად უნდა ზრუნავდნენ მოზარდების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ონლაინ სივრცეში.

„ჩემი, როგორც დამრიგებლის უმთავრესი მოვალეობა მოსწავლეებზე ზრუნვაა. დამრიგებელი ყველაზე მეტად იცნობს ბავშვის შინაგან სამყაროს, მის მისწრაფებებსა და შესაძლებლობებს. ამასთან, მშობელთა აქტიური ჩართულობა და თანამშრომლობა სასკოლო ცხოვრებაში დადებითად აისახება ბავშვის
მიღწევებზე. მოზარდთა და მშობელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით მე-5 კლასში
ჩავატარე კლასის საათი - „ვირტუალურ სივრცეში გავრცელებული საფრთხეებსა
და მისი გადაჭრის შესაძლო გზებზე“. ჩვენი შვილების ციფრულ სამყაროში დასაცავად ერთადერთი გამოსავალი ჩვენი ცოდნაა. გავაცანი მშობლებს გზამკვლევი -„ ციფრული უსაფრთხოება“. ვესაუბრე ინტერნეტით სარგებლობის დროს არსებული ფარული საფრთხეებისა და საჭირო პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შესახებ: როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები
ემოციური, ფინანსური და ფიზიკური საფრთხისაგან.

კლასის საათზე მოწვეული მყავდა სკოლის ექთანი მზია აბაშიძე. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო, თუ როგორ უზრუნველვყოთ მოზარდის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა და დავიცვათ ფიზიკური თუ ემოციური საფრთხეებისგან .

აღნიშნა, თუ რა ზიანი მოაქვს კომპიუტერის ხანგრძლივ და უკონტროლო გამოყენებას, მხედველობისათვის, ხერხემლისთვის და საერთოდ მოზარდის ფსიქო-ემოციური განვითარებისათვის. და ბოლოს, ფილმის „მე ვარ მსხვერპლი“ ნახვის შემდეგ გაიმართა დისკუსია. რამაც ნათელყო , რომ ზრუნვა და დახმარება მოზარდებისათვის, თითოეული ჩვენგანის, მშობლისა და სასკოლო თემის ვალია ერთად ვიზრუნოთ ჩვენი შვილების კიბერუსაფრთხოებაზე“,- აღნიშნავს ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის პედაგოგი ირინე კუჭავა.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება