სიახლეები
სკოლები

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე სპექტაკლი დადგეს
06-02-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო აქტივობებით სწავლობენ. 

ახლახან, IV კლასმა ინგლისურ ენაზე დადგა სპექტაკლი -„წითელქუდა“.

როგორც მოსწავლეთა ინგლისურ ენის მასწავლებელი ინგა რიონიძე გვეუბნება, ღონისძიების მიზანი იყო მეტყველების კულტურის განვითარება, თანამშრომლობითი და ემპათიის უნარების ხელშეწყობა.

„როდესაც მე-4 კლასის მოსწავლეებს ვაჩვენე ნახატი ფილმი - „წითელქუდა“ მათ გაუჩნდათ სურვილი, რომ სპექტაკლი დაედგათ კლასში და ემოგზაურათ ზღაპრულ სამყაროში. მოსწავლეები ჩავრთე როლების გადანაწილებაში ისინი დიდი პასუხისმგებლობითა და ხალისით მოეკიდნენ დავალებას“, - გვიყვება ინგლისურ ენის მასწავლებელი ინგა რიონიძე და დასძენს, რომ მსგავსი ტიპის აქტივობებით მიღებული ცოდნა დიდხანს რჩება მოსწავლის მეხსიერებაში, მოსწავლეებს უმაღლებს ინტერესს და მოტივაციას საგნის მიმართ, ხელს უწყობს მეტყველების კულტურის განვითარებას. მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარები უვითარდებათ და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება ეძლევათ.

მოსწავლეებმა ზღაპრის გმირების როლები ოსტატურად მოირგეს და ენის ცოდნა და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება