სიახლეები
სკოლები

„წიგნი თავისუფლებაა, კითხვა კი ბედნიერება“- წიგნიერების დღესასწაული წყალტუბოს N1 სკოლაში
06-02-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები წიგნიერების გლობალურ დღესასწაულს შეუერთდნენ და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს. 

„წიგნი თავისუფლებაა, კითხვა კი ბედნიერება“- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც 2 თებერვალი, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა მეტად საინტერესოდ აღნიშნეს. 

როგორც პედაგოგი ფიქრია გიორხელიძე გვიყვება, მე-7 კლასის მასწავლებლებმა საგაკვეთილო პროცესები წიგნისა და კითხვისადმი ინტერესის გაღვივების აქტივობებით დატვირთეს. ჩატარდა კლასის საათიც. მოსწავლეებმა ისაუბრეს საყვარელი წიგნების შესახებ და წაიკითხეს ფრაგმენტები...

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - თამარ გრიგოლიამ წიგნიერების დღესასწაულს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო.  

სკოლის VII და VII კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით, ამ დღეს საინტერესო, სახალისო და შემოქმედებითი აქტივობა მიუძღვნეს. 

მოსწავლეებმა სასკოლო პროგრამით შეისწავლეს ამირან ჭიჭინაძის ორი მოთხრობა პირველ სიყვარულზე - „სუფლიორი“ და „ცარცის წრე“ მწერლის მიერ „დახატულმა“ პერსონაჟებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე და თავიანთი ინიციატივით, გამოთქვეს სურვილი ბედი ეცადათ მწერლობაში და დაეწერათ „სუფლიორის“ გაგრძელება. 

„დღევანდელი საგაკვეთილო პროცესი აღმოჩნდა იმაზე მრავალფეროვანი ვიდრე წარმომედგინა ბავშვებმა წარმოადგინეს PP მომზადებული პრეზენტაცია მწერლის შესახებ (ლუკა ჩიქოვანი) შეადგინეს სხვადასხვა ტიპის ტექსტი საკომუნიკაციო სიტუაციის გათვალისწინებით ( ანა ფანცხავა, ლიზი მიქაბერიძე, ბარბარე ჯალაღანია, ნინი ჯიმშელეიშვილი, ია ქაშიბაძე, ლიზი სამანიშვილი, ანი ფანცხავა, მარიამ შვანგირაძე …. ). შექმნეს მოთხრობის ე.წ პოსტერი (ანამარია ფუტკარაძე, ნუკი ჩხეიძე) ასევე, ვუყურეთ 1981 წელს, რეჟისორ გიორგი მატარაძის გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმს - „შვიდი პატარა მოთხრობა პირველ სიყვარულზე“,- აღნიშნავს პედაგოგი თამარ გრიგოლია.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:







კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება