სიახლეები
სკოლები

გორის N3 საჯარო სკოლაში ზარს მოსწავლის შექმნილი მოწყობილობა რეკავს - გაიცანით, 14 წლის გამომგონებელი საბა ისაკაძე
06-02-2024
-
+


დღეს, მოგიყვებით 14 წლის საბა ისაკაძის, პატარა გამომგონებლის ისტორიას, მოსწავლის, რომელმაც თავისი გონიერებით, კრეატიული აზროვნებითა და ტექნოლოგიებთან განსაკუთრებული სიახლოვით, საინტერესო ტექნოლოგიური მოწყობილობები შექმნა, მათ შორის ზარი, რომელიც ყოველ დღე ირეკება გორის N3 საჯარო სკოლაში. 

სკოლაში დიდი სიამაყით საუბრობენ საბას ნიჭირებასა და გონიერებაზე, ამაყობენ მისი მონდომებით, განვითარებაზე ორიენტირებულობით, სიახლეებისკენ სწრაფვითა და იმ შემართებით, რაც წარმატებული ადამიანის მეგზური უნდა იყოს. 

საბა მე-9 კლასის მოსწავლეა, ის 2 წლის წინ დაინტერესდა პროგრამირებით და დამოუკიდებლად, ინტერნეტის დახმარებოთ დაიწყო ამ საქმის შესწავლა, მოგვიანებით მისი გატაცება Arduino გახდა, რისი მეშვეობითაც მოწყობილობების შექმნა დაიწყო. 

„ორი წლის წინ დავინტერესდი პროგრამირებით, ჩემით, „იუთიბის“ დახმარებით დავიწყე სწავლა, შემდეგ გორის უნივერსიტეტში გამოცხადდა Steam პროექტი, სადაც კონკურსის მეშვეობით ჩავირიცხე, სწორედ იქ გავიგე Arduino-ს შესახებ და ვისწავლე პროგრამირებადი დაფის გამოყენების საბაზისო დონე. 1 წლის წინ დავიწყე მოწყობილობების აწყობა და შექმნა.

თავიდან, საბაზისო დონის შესწავლისას, გავაკეთე შუქნიშანი, შემდეგ, როცა უფრო სიღრმისეულად ვისწავლე ეს საქმე, ოთახში დავაყენე შუქი, რომელსაც ტაშით ვანთებ. გარდა ამისა დავამზადე ღამის განათება, სარწყავი სისტემა, რადარი, პარკირების სისტემა და სკოლის ზარი“, - გვიყვება საბა.

საბამ თავის სამომავლო გეგმებზეც გვიამბო და აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანია მაქსიმალური სწავლა და ცოდნის დაგროვება, ამისთვის კი თავს არ ზოგავს და მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული. 

„ჩემი მთავარი მიზანი, ცხოვრების ამ ეტაპზე, არის ის, რომ ვისწავლო მაქსიმალურად და ცოდნა დავაგროვო ამ სფეროში. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ალბათ უფრო პროგრამირების მიმართულებით ვხედავ, მინდა რომ ფულ-სტაკ დეველოპერი გავხდე“, - ამბობს მოსწავლე. 

ჩვენი რესპოდენტი სკოლის როლზეც საუბრობს და აფასებს დირექტორის მხარდაჭერასა და გვერდში დგომას. 

„რომ არა სკოლის ხელშეწყობა და დირექტორის თანხმობა, ჩემ შექმნილ ზარს სკოლაში ვერ დავაყენებდი, ამ მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო დირექტორს, ბატონ ვახტანგს და ჩემს სკოლას“, - აღნიშნავს საბა. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

მასწავლებლების საყურადღებოდ - ბოლო საგნის გამოცდის ტესტები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

სიახლეები
საზოგადოება