მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ძლიერმა ქარმა სამეგრელოში სოფელ რუხის საჯარო სკოლის სახურავი დააზიანა, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
იმყოფებოდნენ თუ არა სტიქიის დროს მოსწავლეები სკოლაში? მიმდინარეობს თუ არა აღდგენითი სამუშაოები? როდის განახლდება სასწავლო პროცესი? - ამ კითხვებს, Etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორი ედუარდ ციკოლია პასუხობს.
„სასწავლო პროცესი დილით არც დაწყებულა, როცა მოვედით სკოლაში და ვნახეთ სიტუაცია, რესურსცენტრთან შეთანხმებითა და მშობლებთან კოორდინაციით, სკოლის ტრანსპორტმა მოსწავლეები უკან დააბრუნა. სანამ ექსპერტიზისა და შესაბამისი უწყებების პასუხი არ გვექნება, უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით, მანამ სკოლაში სწავლა შეჩერებული იქნება. როდის გვექნება სასწავლო პროცესის აღდგენის შესაძლებლობა - ამაზეც ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით“, - აღნიშნავს დირექტორი.
ჩვენთან საუბრისას, სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ გაცდენილი დღეები უქმე დღეების ხარჯზე ანაზღაურდება და მოსწავლეები სასწავლო პროცესს არ ჩამორჩებიან.
იხილეთ ასევე: გაკვეთილების ხანგრძლივობა 12-მდე სკოლაში 10 წუთით შემცირდა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ