მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ ფაქტს, როდესაც საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას, მართლმადიდებელმა მოძღვარმა კლასები აკურთხა, განათლების მინისტრობის კანდიდატი, გიორგი ამილახვარი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატის კითხვის საპასუხოდ გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, საკითხის შესწავლის შემდეგ, გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში იქნება მიღებული.
„აქ რა უნდა იყოს ჩვენი პოზიცია? კანონით მსგავსი ქმედება აკრძალულია! ფაქტი მოხდა! იმავე დღეს, მყისიერად, დაიწყო ჩვენი აუდიტის, შიდა მონიტორინგის სამსახურის მიერ მოკვლევა და რასაც დაადგენს, კანონის ფარგლებში იქნება სრული შესაბამისი მოქმედება.
კანონი კანონია და ეს კანონი უნდა იყოს ყველასთვის“, განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ