სიახლეები
სკოლები

კერძო სკოლა „ჰელიოსის“  VIII კლასის მოსწავლეებმა უმცროსკლასელებისთვის ორგანოთა სისტემების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარეს
06-02-2024
-
+


თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსში“ საბუნებისმეტყველო საგნების ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები ბავშვებს მათი ცოდნისა და უნარების განვითარების მიზნით საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

„ყოველ ორგანოს საკუთარი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, ფუნქცია გააჩნია. ამავე დროს, ორგანოები მოქმედებენ როგორც ორგანოთა გარკვეული ერთობლიობა, რომელთაც ორგანოთა სისტემა ეწოდება. ისინი ერთად მუშაობენ იმისათვის, რომ შეინარჩუნონ სხეულში არსებული ბალანსი“, - აღნიშნავენ კერძო სკოლა „ჰელიოსში“ სადაც, VIII კლასმა, ბიოლოგიის საგნით მეტად დაინტერესებისთვის, VI კლასელებს მოუმზადა ორგანოთა სისტემების ძალიან საინტერესო პრეზენტაცია.

მერვეკლასელებმა ისაუბრეს ორგანოთა სისტემების ტიპებზე, მათ ფუნქციაზე, აგებულებაზე, ორგანიზმში განლაგებაზე.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, VI კლასელები დაიყვნენ ჯგუფებად. ისინი ერთმანეთს შეეჯიბრნენ Kahoot-ის პლატფორმის გამოყენებით. მათ გარკვეულ დროში სწორად უნდა ეპასუხათ იმ შეკითხვებზე, რომლებიც პრეზენტაციისას გაჟღერდა. შეჯიბრმა ძალზედ საინტერესოდ, შემეცნებითად და სახალისოდ ჩაიარა

საბოლოოდ, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება