მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, შესაბამისად წიგნის საჯაროდ კითხვის დღე სკოლის არაერთმა კლასმა აღნიშნა.
წიგნიერების დღესასწაულს შეუერთდნენ მე-2ა კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ნარგიზ ხიმშიაშვილის ხელმძღვანელობით.
მოსწავლეები ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. ღონისძიების მიზანი იყო გამართულად კითხვის სწავლება.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს
კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან