სიახლეები
სკოლები

წიგნიერების დღესასწაული ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში
06-02-2024
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კვირეულში. მასში მონაწილეობდა, V-დან XI კლასის ჩათვლით, მოსწავლეთა დიდი ნაწილი.

მათმა უმრავლესობამ საჯაროდ, მხატვრულად კითხვის უნარ-ჩვევები გამოამჟღავნა. ორი საათის განმავლობაში მოსწავლეები კითხვაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, მათ ამ დღეს წაიკითხეს ნოდარ დუმბაძის, რევაზ ინანიშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებები.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქტივობის ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სკოლის ბიბლიოთეკარმა - თეონა ჯანელიძემ, ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა - ცირა კუბლაშვილმა, დოდო ქათამაძემ, ნანა ამბროლაძემ და ნანა ჭანტურიამ.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში, საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა დატვირთული და უკვე მეცხრედ აღინიშნება.  მისი მიზანია, ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ შეუერთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი, საქართველო და მისი ქალაქები მოხსენიებული იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების გვერდით. ჩაერთოს ბევრი ადამიანი და ვიკითხოთ წიგნი მსოფლიოსთან ერთად. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება