სიახლეები
სკოლები

ჩაისუბნის N2 სკოლის ორი მასწავლებლის - ირმა რიონიძისა და მანანა ლემსაძის პროექტმა დაფინანსება მოიპოვა
07-02-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის ორი მასწავლებელი - ირმა რიონიძე და მანანა ლემსაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივას - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ აქტიურად შეუერთდა. პედაგოგთა წარდგენილი პროექტი დადებითად შეფასდა და მასწავლებლებმა მათ განსახორციელბად თანხაც მოიგეს.  

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს პროექტს სახელწოდებით - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“, რომლის მიზანია მასწავლებელთა საქმიანობის მხარდაჭერა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში საკლასო აქტივობების გამრავალფეროვნების ხელშეწყობა.

2023 წლის 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, კონკურსის ფარგლებში, საპროექტო განაცხადები საკონკურსო კომისიამ შეაფასა, შედეგად შეირჩა 61 პროექტი, რომელთა განხორციელება 2024 წლის თებერვლიდან დაიწყება და ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტები განაცხადების შეფასებისას კომისიამ შეაფასა განსაზღვრული კრიტერიუმებით, მათ შორის: მკაფიოდ გაწერილი მიზანი; განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალი; შედეგი; პროექტის აქტივობის შეფასების რუბრიკა; დიფერენცირებულად სწავლების, სასწავლო პროცესში
ტექნოლოგიების ინტეგრირების გეგმა; ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიზნებთან პროექტით გათვალისწინებული აქტივობების კავშირი.

გამარჯვებული კონკურსანტები საინტერესო და ინოვაციური გაკვეთილის ჩატარებისთვის 6 თვის მანძილზე პროექტის ჩატარების პერიოდში დამატებით მიიღებენ 625 ლარის ოდენობით სახელფასო ანაზღაურებას და პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი რესურსებისთვის 1000 ლარამდე საჭირო თანხას.

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები თებერვლიდან იწყებენ პროექტის განხორციელებას. 

პროგრამაში გამარჯვებული - ირმა რიონიძე ისტორიის წამყვანი მასწავლებელი გახლავთ, მანანა ლემსაძე კი ბუნებისმეტყველების წამყვანი მასწავლებელია. 

სკოლის დირექცია ულოცავს მათ გამარჯვებას, უსურვებს წარმატებას პროექტის განხორციელებაში.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება