სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N35 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მასშტაბურ ღონისძიებას შეუერთდნენ
07-02-2024
-
+


ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.

ღონისძიებას დიდი ინტერესით შემოუერთდნენ როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები და მშობლები. ღონისძიების მონაწილეებმა ქართული კლასიკური ნაწარმოებები წაიკითხეს. 

მოსწავლეებმა საკუთარი ინიციატივით, ფართოდ წარმოადგინეს უცხოური მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებიც.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ახალგაზრდები კითხულობდნენ ხმამაღლა, დიდი სიხარულითა და მონდომებით. ამით კი საკუთარი წვლილი შეიტანეს კითხვის პოპულარიზაციაში.

„შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია, სადაც კითხვის აუცილებლობასა და მის დადებით მხარეებს გაესვა ხაზი და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წიგნიერების როლი და კონკრეტულად, კითხვის ინტერესის გაღვივება ახალგაზრდა თაობებში“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება და კითხვის პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება